From Wikipedia, the free encyclopedia
ვერსალის ხელშეკრულება — 1919 წელს მიღებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომი. ხელი მოეწერა ვერსალში (საფრანგეთი) 1919 წლის 28 ივნისს აშშ-ის, ბრიტანეთის იმპერიის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის მიერ, მათ ასევე შეუერთდნენ ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, კუბა, ეკვადორი, საბერძნეთი, გვატემალა, ჰაიტი, ჰიჯაზი, ჰონდურასი, ლიბერია, ნიკარაგუა, პანამა, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთ-ხორვატია-სლოვენიის სახელმწიფო, სიამი, ჩეხოსლოვაკია და ურუგვაი, ერთი მხრივ, და კაპიტულირებული გერმანია, მეორე მხრივ. ხელშეკრულების პირობები შემუშავდა (ხანგრძლივი საიდუმლო თათბირის შემდეგ) პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 1919-20 წლებში. შეთანხმება ძალაში შევიდა 1920 წლის 10 იანვარს, გერმანიისა და ოთხი მთავარი მოკავშირე ზესახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.