From Wikipedia, the free encyclopedia
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), იგივე ვენერული დაავადებები — ინფექცია, რომელიც გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის/თანაცხოვრების დროს. დღეისათვის ცნობილია 30-ზე მეტი სგგი, მათგან ყველაზე გავრცელებულია სიფილისი, გონორეა (ტრიპერი), ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭი, მიკოპლაზმოზი, სოკოვანი ინფექცია, აივ/შიდსი და სხვა.
სგგი-ების უმეტესობა დაინფიცირებიდან 3-10 დღეში ავლენს სიმპტომებს და ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება ქალებსა და კაცებში[1]. ყველაზე ხშირ სიმპტომებს შორისაა:
აღნიშნული სიმპტომების არსებობა საკმარისი მიზეზია, რათა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი — ანალური, ვაგინალური, ორალური — განურჩევლად გენდერისა. შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), მაგრამ გადაცემის ეს გზა იშვიათია. შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა ვაგინალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს საშოში შეღწევა; ანალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს უკანა ტანში შეღწევა; ორალური; დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
თუ შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული არ არის, სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებურია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თუ ადამიანი დაინფიცირებულია ნებისმიერი სახის სგგი-თ, თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება.
რაც უფრო ადრე მიმართავს დაინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილია განკურნება და რაც მთავარია, თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხანდახან მიმდინარეობს ფარულად ანუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ იგი ინფიცირებულია რაიმე კონკრეტული დაავადებით. ნიშნები ჩნდება უკვე გართულებების პერიოდში. დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში, რაც ართულებს მკურნალობას დაავადება შეიძლება გადავიდეს შარდ – სასქესო სისტემაზე და გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში შეიძლება გახდეს უნაყოფობის ძირითადი მიზეზი შეადგენს იმ გინეკოლოგიური პრობლემების 40%, რომლებსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა (გინეკოლოგიური დაავადებები, ორსულობის შეწყვეტა, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა.შ) წარმოადგენს აივ-ისა და B ჰეპატიტის გადაცემის ერთ-ერთ რისკ - ფაქტორს.
თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.