ენდი გარსია

From Wikipedia, the free encyclopedia

ენდი გარსია

ენდი გარსია (ესპ. Andrés Arturo García Menéndez; დ. 12 აპრილი 1956, ბეხუკალიკუბა) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი. პრემია ALMA-ს ნომინანტი (2007 წ.) საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ფილმისთვის „დაკარგული ქალაქი“.

სწრაფი ფაქტები ენდი გარსია, დაბადების სახელი ...
ენდი გარსია
Thumb
დაბადების სახელი ანდრე არტურო გარსია მენენდესი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1956 (1956-04-12) (68 წლის)
ჰავანა, კუბა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1978–დღემდე
მეუღლე(ები) მარივი ლორიდო გარსია (1982–დღემდე)
დახურვა

ბიოგრაფია

ენდი გარსია დაიბადა 1956 წლის 12 აპრილს ქალაქ ჰავანაში. როდესაც მას 5 წელი შეუსრულდა მისი ოჯახი ქვეყანაში დატრიალებული რევოლუციის გამო იძულებული გახდა ემიგრირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. დედამისი ამელი მენენდესი ოყო ინგლისური ენის მასწავლებელი, ხოლო მამამისი რენე გარსია ფერმერი, რომელიც ავოკადოზე მუშაობდა. მოგვიანებით მან აშშ-ში გახსნა სხვადასხვა არომატების ბიზნესი.[1][2] ბავშვობიდანვე კალათბურთელობაზე ოცნებობდა. ენდი გარსიამ დაამთავრა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი.[3] 1978 წელს გარსია საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში გადადის, გამოიდიოდა დამოუკიდებელ თეატრალურ ჯგუფებში. შემდეგ დროდარდო იღებდა მცირე როლებს ტელევიზიაშიც. 1980-იანი წწ. დასაწყისში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ტელესერიალში.

მისი კინოკარიერა სწორედ 1980-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში შესრულებული კინოროლებიდან აღსანიშნავია: „რვა მილიონი ხერხი თუ როგორ უნდა მოკვდე“, „ხელშეუხებელნი“, „შავი წვიმა“. 80-იან წწ. ენდი გარსიას უმთავრესად სერიოზულ როლებში უწევდა გამოსვლა. წარმატებით გაგრძელდა მისი კინოკარიერა 1990-იან წლებშიც. 1990 წელს მიიღო როლი კინოში „ნათლიმამა III“, ხოლო 1995 წელს „რით დაკავდეს მკვდარი დენვერში“.

ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეასრულა ფილმში „მოდილიანი“, სადაც იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის სახე განასახიერა. მნიშვნელოვანი იყო ასევე მისი როლები ფილმებში: „ამნეზია“, „ჰაერი ,რომლითაც ვსუნთქავ“ და სხვ.

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986 რვა მილიონი ხერხი თუ როგორ უნდა მოკვდე 8 Million Ways to Dieანხელ მოლდონადო
1987 ხელშეუხებელნი The Untouchablesჯორჯ სტოუნი
1989 შავი წვიმა Black Rainდეტექტივი ჩარლი ვინსენტი
1990 ნათლიმამა III The Godfather Part IIIვინსენტ მანჩინი
1992 გმირი Heroჯონ ბაბერი
1995 რით დაკავდეს მკვდარი დენვერში Things to Do in Denver When You're Deadჯიმი ტოსნია
2001 ოუშენის თერთმეტი მეგობარი Ocean's Elevenტერი ბენედიქტი
2004 ოუშენის თორმეტი მეგობარი Ocean's Twelveტერი ბენედიქტი
2004 ამნეზია Twisted მაიკ დელმარკო
2004 მოდილიანი Modiglianiამადეო მოდილიანი
2005 დაკარგული ქალაქი The Lost City ფიკო ფელოვი / რეჟისორი
2007 ოუშენის ცამეტი მეგობარი Ocean's Thirteenტერი ბენედიქტი
2007 ჰაერი ,რომლითაც ვსუნთქავ The Air I Breatheფინგერსი
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of Warმიხეილ სააკაშვილი
2014 მოკალი მაცნე Kill the Messengerნორვინ მენეზესი
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.