ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროვიზის სიმღერის კონკურსი 2007 — ევროვიზიის 52-ე სიმღერის კონკურსი. კონკურსში სერბეთმა გაიმარჯვა და ის ჰარტვოლ არენაში ჰელსინკი, ფინეთი ჩატარდა 10 მაისიდან (ნახევარფინალი) 12 მაისამდე (ფინალი). კონკურსის მასპინძელი ტრანსლატორი იყო YLE. ფინეთმა კონკურსის მასპინძლობის უფლება მძიმე მეტალ ჯგუფის ლორდის წყალობით მოიპოვა, რომელმაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2006 მოიგო ფინეთის წარმომადგენლის სახით. ეს ნიშნავდა, რომ ფინეთი პირველად გახდებოდა ევროვიზიის ჩატარების ადგილი. მასპინძლები პოპულარული ფინელი ტელეწამყვანი იანა პელკონენი და ფინელი მუსიკოსი და მსახიობი მიკო ლეპილამპი იყვნენ, ხოლო კრისე სალმინენი მწვანე ოთახიდან ერთვებოდა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007 | |
---|---|
![]() | |
თარიღ(ებ)ი | 12 მაისი 2007 ფინალი 10 მაისი 2007 ნახევარ-ფინალი |
წამყვან(ებ)ი | იანა პელკონენი მიკო ლეპილამპი კრისე სალმინენი (მწვანე ოთახში) |
გამართვის ადგილი | ჰარტვოლ არენა, ჰელსინკი, ფინეთი |
გამარჯვებული სიმღერა | სერბეთი მარია სერიფოვიჩი "Molitva" |
ხმის მიცემის სისტემა | ხმის მიცემა ხდება ზარით ან ესემესით. ქვეყანა 10 ფავორიტს აძლევს 12, 10 და 8-დან 1 ქულამდე. ქულების ყველა ქვეყნიდან დასახელების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული |
მონაწილეთა რაოდენობა | სულ 42 ქვეყანა, 28 ნახევარ-ფინალში და 24 ფინალში (რომელთაგან 10 ნახევარ-ფინალიდანაა) |
ქვეყნების დებიუტი | ჩეხეთი საქართველო მონტენეგრო სერბეთი |
დაბრუნებული ქვეყნები | ავსტრია უნგრეთი |
გასული ქვეყნები | მონაკო |
ნული ქულა | არც ერთი |
შუალედური წარმოდგენა | აპოკალიპტიკა |
გამხსნელი წარმოდგენა | Lordi |
რუკა
| |
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007 | |
◄2006 2008 ► |
კონკურსის ოფიციალური ლოგო უცვლელი დარჩა, მასპინძელი ქვეყნის, ფინეთის, დროშით შუაგულში. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ და YLE-მ გამოაცხადეს, რომ 2007 წლის კონკურსის თემა იქნებოდა "True Fantasy" (ნამდვილი ფანტაზია), რომელმაც ფინელების და ფინეთის კულტურის პოლარულობა მოიცვა. კონკურსის ვიზუალური თემის გასაფორმებლად დიზაინ-სააგენტო "Dog Design"-მა იზრუნა, კალეიდოსკოპური მონახაზების შექმნით, რომლებიც მრავალგვარი სიმბოლოებისგან გაკეთდა, მათ შორის ძახილის ნიშენებისგან და ასო "F"-ისგან. 2007 წლის 20 თებერვალს კონკურსის გადამუშავებული ოფიციალური საიტი გაეშვა, რომელმაც პირველად გააკეთა იმ წლის თემატური მონახაზები. გამოვიდა ოფიციალური CD და DVD.
ჰარტვოლ არენა, ფინეთის უდიდესი ყინული ოკეის არენა, თავიდანვე ფავორიტი იყო კონკურსის გასამართი ადგილების არჩევისას. არენა თვითონ YLE-ს ოპერაციულ ცენტრთანაა განლაგებული, რაც ლოჯისტიკას აადვილებდა. ასევე, გაკეთდა კონკურსის 13 მილიონ ევროიანი ბიუჯეტის პრეზენტაცია. კონკურსის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს ფინურმა ქალაქებმა ესპოომ, ტურკუმ და ტამპერემ.
მონაწილეობას იღებდა რეკორდული რაოდენობის - 42 ქვეყანა. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ (ემგ) თავისი შეზღუდვა 40 ქვეყნამდე აღარ გამოიყენა, რაც ზოგიერთი ქვეყნის კონკურსს გარეთ დარჩენას გამოიწვევდა.
2007 წლის 12 მარტს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა ნახევარფინალში, ფინალში და ხმების გამოცხადებისას ქვეყნების რიგითობაზე.

შედეგები
ნახევარ–ფინალი
ნახევარ–ფინალი გაიმართა 2007 წლის 10 მაისს. 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეასრულეს სიმღერები და 42–მა ქვეყანამ მისცა ხმა.
ნომერი | ქვეყანა | ენა | შემსრულებელი | სიმღერა | ადგილი | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
01 | ![]() | ბულგარული | Elitsa Todorova და Stoyan Yankoulov | "Water" | 6 | 146 |
02 | ![]() | ინგლისური, ფრანგული, ივრითი | Teapacks | "Push the Button" | 24 | 17 |
03 | ![]() | ფრანგული | Evridiki | "Comme Ci, Comme Ça" | 15 | 65 |
04 | ![]() | ინგლისური | დიმიტრი კოლდუნი | "Work Your Magic" | 4 | 176 |
05 | ![]() | ინგლისური | Eiríkur Hauksson | "Valentine Lost" | 13 | 77 |
06 | ![]() | ინგლისური | სოფო ხალვაში | "Visionary Dream" | 8 | 123 |
07 | ![]() | მონტენეგრული [1] | Stevan Faddy | "'Ajde, kroči" | 22 | 33 |
08 | ![]() | ინგლისური | DJ Bobo | "Vampires Are Alive" | 20 | 40 |
09 | ![]() | ინგლისური | ნატალია ბარბუ | "Fight" | 10 | 91 |
10 | ![]() | ინგლისური | Edsilia Rombley | "On Top of the World" | 21 | 38 |
11 | ![]() | ინგლისური, ალბანური | Frederik Ndoci | "Hear My Plea" | 17 | 49 |
12 | ![]() | ინგლისური | DQ | "Drama Queen" | 19 | 45 |
13 | ![]() | ხორვატული, ინგლისური | Dragonfly და Dado Topić | "Vjerujem u ljubav" | 16 | 54 |
14 | ![]() | ინგლისური | The Jet Set | "Time To Party" | 14 | 75 |
15 | ![]() | სერბული | მარია შერიფოვიჩი | "Molitva" (Молитва) | 1 | 298 |
16 | ![]() | ჩეხური | Kabát | "Malá dáma" | 28 | 1 |
17 | ![]() | პორტუგალიური, ინგლისური, ესპანური, ფრანგული | Sabrina | "Dança comigo" | 11 | 88 |
18 | ![]() | მაკედონური, ინგლისური | Karolina | "Mojot svet" (Мојот свет) | 9 | 97 |
19 | ![]() | ინგლისური, ესპანური | Guri Schanke | "Ven a bailar conmigo" | 18 | 48 |
20 | ![]() | ინგლისური | Olivia Lewis | "Vertigo" | 25 | 15 |
21 | ![]() | კატალონური, ინგლისური | Anonymous | "Salvem el món" | 12 | 80 |
22 | ![]() | ინგლისური | Magdi Rúzsa | "Unsubstantial Blues" | 2 | 224 |
23 | ![]() | ინგლისური | Gerli Padar | "Partners in Crime" | 22 | 33 |
24 | ![]() | ინგლისური | The KMG's | "Love Power" | 26 | 14 |
25 | ![]() | სლოვენიური | Alenka Gotar | "Cvet z juga" | 7 | 140 |
26 | ![]() | ინგლისური | Kenan Doğulu | "Shake It Up Şekerim" | 3 | 197 |
27 | ![]() | ინგლისური | Eric Papilaya | "Get a Life - Get Alive" | 27 | 4 |
28 | ![]() | იტალიური | Bonaparti.lv | "Questa notte" | 5 | 168 |
ფინალი
ფინალისტები იყვნენ:
- ოთხი ავტომატური ფინალისტი: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო;
- 10 საუკეთესო ქვეყანა 2006 წლის ფინალიდან (ავტომატური ფინალისტების გარდა);
- 10 საუკეთესო ქვეყანა ნახევარფინალიდან..
ფინალი გაიმართა 2006 წლის 12 მაისს. სერბეთმა გაიმარჯვა.
ნომერი | ქვეყანა | ენა | შემსრულებელი | სიმღერა | ადგილი | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
01 | ![]() | სერბული[2] | Marija | "Rijeka bez imena" (Ријека без имена) | 11 | 106 |
02 | ![]() | ესპანური, ინგლისური | D'NASH | "I Love You Mi Vida" | 20 | 43 |
03 | ![]() | ინგლისური | დიმიტრი კოლდუნი | "Work Your Magic" | 6 | 145 |
04 | ![]() | ინგლისური | Dervish | "They Can't Stop The Spring" | 24 | 5 |
05 | ![]() | ინგლისური | Hanna Pakarinen | "Leave Me Alone" | 17 | 53 |
06 | ![]() | მაკედონური, ინგლისური | Karolina | "Mojot svet" (Мојот свет) | 14 | 73 |
07 | ![]() | სლოვენიური | Alenka Gotar | "Cvet z juga" | 15 | 66 |
08 | ![]() | ინგლისური | Magdi Rúzsa | "Unsubstantial Blues" | 9 | 128 |
09 | ![]() | ინგლისური | 4Fun | "Love or Leave" | 21 | 28 |
10 | ![]() | ინგლისური | სარბელი | "Yassou Maria" | 7 | 139 |
11 | ![]() | ინგლისური | სოფო ხალვაში | "Visionary Dream" | 12 | 97 |
12 | ![]() | ინგლისური | The Ark | "The Worrying Kind" | 18 | 51 |
13 | ![]() | ფრანგული, ინგლისური | Les Fatals Picards | "L'amour à la française" | 22[3] | 19 |
14 | ![]() | იტალიური | Bonaparti.lv | "Questa Notte" | 16 | 54 |
15 | ![]() | ინგლისური | Serebro | "Song #1" | 3 | 207 |
16 | ![]() | გერმანული, ინგლისური | Roger Cicero | "Frauen regier'n die Welt" | 19 | 49 |
17 | ![]() | სერბული | მარია შერიფოვიჩი | "Molitva" (Молитва) | 1 | 268 |
18 | ![]() | უკრაინული, გერმანული, ინგლისური | ვერკა სერდუჩკა | "Dancing Lasha Tumbai" (Dancing Лаша Тумбай) | 2 | 235 |
19 | ![]() | ინგლისური | Scooch | "Flying the Flag" | 22 | 19 |
20 | ![]() | ინგლისური, იტალიური, ესპანური, რუსული, ფრანგული, რუმინული | Todomondo | "Liubi, Liubi, I Love You" | 13 | 84 |
21 | ![]() | ბულგარული | Elitsa Todorova და Stoyan Yankoulov | "Water" | 5 | 157 |
22 | ![]() | ინგლისური | Kenan Doğulu | "Shake It Up Şekerim" | 4 | 163 |
23 | ![]() | ინგლისური, სომხური | ჰაიკო | "Anytime You Need" | 8 | 138 |
24 | ![]() | ინგლისური | ნატალია ბარბუ | "Fight" | 10 | 109 |
ხმის მიცემა ფინალში
ფინალში მიცემული ხმები ქვეყნებმა შემდეგი თანმიმდევრობით გაგვაცნეს:
1. მონტენეგრო
2. ბელარუსი
3. სომხეთი
4. ანდორა
5. ავსტრია
6. საფრანგეთი
7. დანია
8. საბერძნეთი
9. ესპანეთი
10. სერბეთი
11. ფინეთი
12. თურქეთი
13. ბოსნია და ჰერცეგოვინა
14. ბელგია
15. პორტუგალია
16. ალბანეთი
17. რუმინეთი
18. კვიპროსი
19. ხორვატია
20. სლოვენია
21. ისრაელი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.