From Wikipedia, the free encyclopedia
დუმასტური — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
დუმასტური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხალაწანი |
კოორდინატები | 42°09′50″ ჩ. გ. 45°19′01″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 286[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქისტები 93,0 % ოსები 2,8 % ქართველები 1,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 680 მ-ზე, ახმეტიდან 24 კმ-ში.
პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნეში. აქ ერთი გვარის ხალხი — ონანაშვილები ცხოვრობდა.[2] XX საუკუნის დასაწყისში სოფელში ოსები ჩამოსახლდნენ.
დუმასტურის აღმოსავლეთით 400 მ-ზე შემორჩენილია ფეოდალური ხანის თავდაცვითი კომპლექსის (კოშკი, გალავანი და მთავარანგელოზის ეკლესია) ნანგრევები. სოფლის დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია, რომელიც თითქმის მთლიანად დანგრეულია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 286 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.