დუა ლიპა

ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი From Wikipedia, the free encyclopedia

დუა ლიპა

დუა ლიპა (ალბ. Dua Lipa; დ. 22 აგვისტო, 1995, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი.[7][8] მისი მუსიკალური კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან YouTube-ზე სხვა მომღერლების სიმღერების ქავერ ვერსიების განთავსება დაიწყო. 2015 წელს, იგი Warner Music Group-თან ხელშეკრულება გააფორმა და მალევე თავისი პირველი სინგლი გამოუშვა. 2016 წლის დეკემბერში, ჟურნალ Fader-მა ლიპას შესახებ დოკუმენტური ფილმი შეუკვეთა, სახელად „See in Blue“.

სწრაფი ფაქტები დუა ლიპა, ბიოგრაფია ...
დუა ლიპა
Thumb
ლიპა 2022 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Dua Lipa
დაბ. თარიღი 22 აგვისტო, 1995 (1995-08-22) (29 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება კოსოვოელი ალბანელები[1]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2015-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა Thumb[6]
საიტი dualipa.com
დუა ლიპა ვიკისაწყობში
დახურვა

2017 წლის იანვარში, ლიპამ მოიგო EBBA-ს „მაყურებელთა არჩევანი“-ს პრემია.[9] მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, 2017 წლის 2 ივნისს გამოვიდა. ალბომში შვიდი სინგლი შევიდა, მათ შორის ორი სინგლი ბრიტანული ტოპ-10-დან იყო: „Be the One“ და „IDGAF“, ასევე ბრიტანეთის ნომერ პირველი სინგლი „New Rules“, რომელიც აშშ-ში ტოპ-6 გახდა. 2018 წელს, ლიპამ Brit Awards-ის ორი ჯილდო: ბრიტანეთის ქალი სოლო მომღერლისა და ბრიტანეთის წლის გარმღვევი მომღერლის ჯილდო მოიგო.

ადრეული წლები

ლიპა დაიბადა 1995 წლის 22 აგვისტოს ლონდონში, კოსოვოელი ალბანელი მშობლების ოჯახში, რომლებიც 1990-იან წლებში დატოვეს პრიშტინა და საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ ბრიტანეთში.[7][8] სწავლობდა სილვიას ახალგაზრდა სათეატრო სკოლაში, თუმცა სკოლა არ დაუსრულებია,[10] ვინაიდან, 2008 წელს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კოსოვოში დაბრუნდა.[4] ლიპა, მამამისის სმენით გაიზარდა, რომელიც მომღერალი დუკაგინ ლიპა იყო.[11] მისი სახელი ალბანურად „სიყვარულს“ ნიშნავს.[12]

14 წლის ასაკში დაიწყო თავისი საყვარელი მომღერლების (როგორიცაა პინკი და ნელი ფურტადო) სიმღერების გახმოვანება და YouTube-ზე გამოქვეყნება.[13][14] 15 წლის ასაკში, მომღერლად გახდომის სურვილით ლონდონში დაბრუნდა.[15] ცოტა ხნის შემდეგ კი მოდელად დაიწყო მუშაობა.[13] 2013 წელს, The X Factor-ის სატელევიზიო რეკლამაში გადაიღეს.[16]

პირადი ცხოვრება

2016 წელის, ლიპამ და მამამისმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდი Sunny Hill Foundation, კოსოვოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, საიდანაც წარმოშობით მისი მშობლები არიან.[17]

დისკოგრაფია

  • Dua Lipa (2017)
  • Future Nostalgia (2020)
  • Radical Optimism (2024)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.