From Wikipedia, the free encyclopedia
დავით პაპუაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1942, თბილისი — გ. 4 სექტემბერი, 2023) — რუსთაველის თეატრის მსახიობი 1963 წლიდან. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1981) და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996).[1]
დავით პაპუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 სექტემბერი, 1942 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 4 სექტემბერი, 2023 (80 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1981) აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996) |
დავით პაპუაშვილი დაიბადა 1942 წლის 15 სექტემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პაპუაშვილის აღსანიშნავი როლებია: ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), შალვა („კავკასიური ცარცის წრე“), კეიტსბი („რიჩარდ III“), ოსვალდი („მეფე ლირი“), მეორე ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), რაიბულ, ჰიდირ („ლამარა“), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ვასიკო („ნახვის დღე“), მეცხრე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“);
2014 წელს დავით პაპუაშვილმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი რუსთაველის თეატრი“.[2]
გარდაიცვალა 2023 წლის 4 სექტემბერს, 80 წლის ასაკში.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.