Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი მერაბის ძე თავაძე (დ. 5 მარტი, 1962, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და დრამატურგი, სანდრო ახმეტელის,(2005) კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2010).
გოგა თავაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 მარტი, 1962 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | რეჟისორი, დრამატურგი |
მშობლები |
მამა: მერაბ თავაძე დედა: ირმა გურიელი |
გიორგი თავაძე დაიბადა 1962 წლის 5 მარტს, თბილისში. 1990 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (რობერტ სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო). მისი პირველი სპექტაკლი რუსთაველის თეატრში იყო: ირაკლი სამსონაძის „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“.
1990-2000 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში რეჟისორად; 2001-2006 წლებში იყო თბილისის სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი; 2006 - 2013 წლებში რობერტ სტურუას რეკომენდაციით იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2023 წელს დაინიშნა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2002 წლიდან არის შემოქმედებითი კავშირის, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ წევრი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.