გიორგი ცაბაძის ქუჩა
საფოსტო ინდექსი: 0112 From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
საფოსტო ინდექსი: 0112 From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი ცაბაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში დიდუბის რაიონში (დიდუბე). კოსმონავტების სანაპიროდან თევდორე მღვდლის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თავდაპირველად მიხეილის შესახვევი ერქვა. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მუშთაიდის შესახვევი, 1897 გეგმაზე — როგორც ქუჩა. სახელი უკავშირდება იქვე მდებარე „მუშთაიდის“ ბაღს.
გიორგი ცაბაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | დიდუბის რაიონი |
უბანი | დიდუბე |
წინა სახელები | მიხეილის შესახვევი, მუშთაიდის შესახვევი |
1904 წლიდან ქუჩის მნიშვნელობა გაიზარდა, რაც განაპირობა ტრამვაის პარკისა და სახელოსნოების დაარსებამ. ქუჩას 1934 წელს ერნსტ ტელმანის სახელი ეწოდა (იწყებოდა დავით აღმაშენებლის გამზირიდან, ხოლო მონაკვეთი დავით აღმაშენებლის გამზირიდან კოსმონავტების სანაპირომდე თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ერნსტ ტელმანის ჩიხი). ქუჩას 1990 წელს გიორგი ცაბაძის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა აბრეშუმის მუზეუმის შენობა (1889, არქიტექტორი ა. შიმკევიჩი), ეროვნული სტადიონი (XX საუკუნის 30-იანი წლები; არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, არქიტექტორ ნ. გრინევსკის მონაწილეობით).
რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1976 (არქიტექტორები: არჩილ და გიორგი ქურდიანები. კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი) და 2006 (გიორგი და არჩილ ქურდიანები), მეტრამვაეთა საცხოვრებელი სახლები (1926-1928, არქიტექტორი დ. ჩისლიევი). 70-იან წლებში მდინარე მტკვრის გაყოლებით აშენდა 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლები (არქიტექტორები მ. გუგუნავა, შოთა ყავლაშვილი). ქუჩაზეა შპს „კიდობანი“ და შპს „პასაჟი-2000“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.