გიორგი გოჩოლეიშვილი
ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გიორგი გოჩოლეიშვილი (დ. 14 თებერვალი, 2001) — ქართველი ფეხბურთელი. დანიური „კოპენჰაგენის“ (იჯარით დონეცკის „შახტარიდან“) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი.[1][2] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
Remove ads
Remove ads
საკლუბო კარიერა
საბურთალო
გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 27 აგვისტოს 2020–21 წლების უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩში კვიპროსული ლიმასოლის „აპოლონის“ წინააღმდეგ შედგა.[3]
ეროვნულ ლიგაში პირველად 2020 წლის 13 სექტემბერს, ქვეყნის პირველობის მე-11 ტურის მატჩში, თბილისის „მერანის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და ფრედ (0–0) დასრულდა.[4]
2021 წელს გოჩოლეიშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და „საბურთალოს“ საქართველოს თასის მოგებაში დაეხმარა, მისმა კლუბმა ფინალში 1–0 დაამარცხა წყალტუბოს „სამგურალი“.[5]
2022 წელს გოჩოლეიშვილი ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში დაასახელეს.[6]
საერთო ჯამში „საბურთალოს“ რიგებში 85 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.[7]
დონეცკის „შახტარი“
2022 წლის ნოემბერში გოჩოლეიშვილმა უკრაინის პრემიერ-ლიგის გრანდ დონეცკის „შახტართან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ათვლაც 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო.[8] მისი დებიუტი კლუბის რიგებში 2023 წლის 28 თებერვალს საფეხბურთო კლუბ „მინაის“ წინააღმდეგ შედგა.[9][10]
„კოპენჰაგენი“
2024 წლის ივლისის ბოლოს გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით „კოპენჰაგენში“ გადავიდა. მისი დებიუტი დანიური კლუბის რიგებში იმავე წლის 11 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ „სიონერიუსკის“ წინააღმდეგ შედგა.[11]
Remove ads
სანაკრებო კარიერა
ახალგაზრდული
გოჩოლეიშვილის დებიუტი 21 წლამდელთა ნაკრებში 2021 წლის მარტში, ბელარუსის წინააღმდეგ შეხვდარაში, რომელიც საქართველოს გამარჯვებით 4–1 დასრულდა. გოჩოლეიშვილმა 2021 წლის 16 ნოემბერს ინგლისთან გამართულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მოგვიანებით მისი გოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო გოლად დაასახელა.[12]
ეროვნული ნაკრები
2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში გოჩოლეიშვილი ვილი სანიოლმა გამოიძახა.[13] გოჩოლეიშვილის დებიუტი ნაკრებში 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.[14]
Remove ads
სტატისტიკა
საკლუბო
- განახლდა: 2024 წლის 20 დეკემბრის მონაცემებით
- უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩები
- უეფა-ს კონფერენს ლიგის მატჩები
- საქართველოს სუპერთასის მატჩები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩები
- უეფა-ს კონფერენს ლიგის მატჩები
სანაკრებო სტატისტიკა
- განახლდა: 20 მარტი, 2025
სანაკრებო მატჩები და გოლები
Remove ads
მიღწევები
საკლუბო
- საქართველოს თასი: 2021
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2022
- უკრაინის პრემიერლიგა: 2022–23, 2023–24
- უკრაინის თასი: 2023–24
ინდივიდუალური
- 2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი[27]
ჯილდოები
- ღირსების ორდენი: 2024[28]
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი გოჩოლეიშვილი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- გიორგი გოჩოლეიშვილი — უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საიტზე
- გიორგი გოჩოლეიშვილი — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- გიორგი გოჩოლეიშვილი — სკ „საბურთალოს“ საიტზე
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads