From Wikipedia, the free encyclopedia
გეორგ ზიმონ ომი (დ. 15 მარტი, 1789, ერლანგენი, გერმანია — გ. 6 ივლისი, 1854, მიუნხენი, გერმანია) — გერმანელი ფიზიკოსი.
გეორგ ზიმონ ომი | |
---|---|
გერმ. Georg Simon Ohm | |
დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1789[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ერლანგენი[6] |
გარდ. თარიღი | 6 ივლისი, 1854[2] [4] [5] [6] [7] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | მიუნხენი[6] |
დასაფლავებულია | სამხრეთის ძველი სასაფლაო |
მოქალაქეობა | ბავარიის სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი[8] , მათემატიკოსი[8] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და Dreikönigsgymnasium |
ალმა-მატერი | ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი |
მეუღლე | |
ჯილდოები | კოპლის მედალი[9] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[10] და honorary citizen of Nuremberg |
მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც ავტორი ელექტრული წრედის ძირითადი კანონისა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა წრედის ელექტრომამოძრავებელი ძალა და დენის ძალა. ამპერი თავის ნაშრომებში ახლოს იყო ამ კანონის აღმოჩენასთან, მაგრამ ვერ შეძლო მისი ფორმულირება. ომმა თავისი კანონი, რომელმაც შემდგომ მისი სახელი მიიღო, 1827 წელს წარმოადგინა მათემეტიკური ფორმულის სახით: I =U / R დენის ძალა I წრედის უბანზე პირდაპირპროპორციულია ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვისა U და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა R.
გამტარის წინაღობის დამოკიდებულება მის ზომებსა და ნივთიერების გვარობაზე პირველად ექსპერიმენტულად შეისწავლა გეორგ ომმა. დენის წყაროდ ომმა გამოიყენა თავის გამოკვლევებში თერმოწყვილი – თერმოელემენტი, რომელიც ორი გამტარისაგან შედგებოდა: სპილენძისა და ბისმუტისგან. მათი შეხების ადგილებიდან ერთი ადუღებულ წყალში ჩაუშვა, მეორე – ყინულში. ასეთი ელემენტი მუდმივ და თანაბარ დენს აძლევდა. ეს ელემენტი ჩართო წრედში და გამოიკვლია დენის გავლა, როგორც სხვადასხვა განივკვეთისა და სიგრძის ამავე გამტარებში, ისე სხვა მეტალების გამტარებშიც. მან დაადგინა, რომ წინაღობა პირდაპირპროპორციულია სადენის სიგრძისა, უკუპროპორციულია მისი განივკვეთის ფართობისა და დამოკიდებულია ნივთიერების გვარობაზე: R = q . l / s, სადაც q ნივთიერების კუთრი წინაღობაა, l გამტარის სიგრძე, ხოლო s განივკვეთის ფართობი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.