From Wikipedia, the free encyclopedia
გაზარია — შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე გენუის კოლონიების და სავაჭრო ფაქტორიების საერთო სახელწოდება. XIII საუკუნის შუა ხანებში და გვიანი XV საუკუნეებში კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი ყირიმის სნახევარკუნძულზე ქალაქ კაფაში მდებარეობდა. ტერმინი მომდინარეობს ხაზარების სახელწოდებისგან, რომლებიც თავიდანვე ყირიმის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ, აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში ხაზართა სახაკანო უკვე აღარ არსებობდა.
გაზარია გენუის რესპუბლიკის კოლონია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ყირიმის ნახევარკუნძული XV საუკუნის შუა ხანებში. წითლად გამოსახულია გაზარია
| ||||
დედაქალაქი | კაფა | |||
კოლონია ოქროს ურდოს ხანის მუნქეს მიერ გენუისთვის კაფას გადაცემის შემდგომ დაარსდა. კაფა კომერციულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც მალევე გენუის შავი ზღვის კოლონიების რეგიონული ცენტრი გახდა. 1357 წელს გენუელებმა დაიკავეს ჩემბალო (ბალაკლავა), 1365 წელს კი ვენეციელებისგან დაიკავეს სოლდაია (სუდაკი).
ყირიმის გარდა, გენუის მფლობელობაში შედიოდა რამდენიმე ციხე სიმაგრე შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, როგორიც იყო მაუროკასტრო (ბელგოროდ-დნესტროვსკი) მდინარე დნესტრის შესართავთან, გინესტრას ციხესიმაგრე ოდესასთან, ლიკოსტომოს ციხე (კილია), კონსტანცას და კალადას კოლონია (დუნაის ზემო დინება).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.