From Wikipedia, the free encyclopedia
ბენღაზი (არაბ. بنغازي) — ლიბიის მეორე უდიდესი ქალაქი, კირენაიკის რეგიონისა და ყოფილი ეროვნული გარდამავალი საბჭოს დროებითი დედაქალაქი.[1] მისი მეტროპოლიურ არეალს ლიბიის ერთ-ერთი რაიონის სტატუსი აქვს. ბენღაზი საპორტო ქალაქია, გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ქალაქში მდებარეობს 23 ივლისის ტბა.
ქალაქი | |
---|---|
ბენღაზი არაბ. بنغازي | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | კირენაიკა |
რაიონი | ბენღაზი |
კოორდინატები | 32°07′00″ ჩ. გ. 20°04′00″ ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. 525 |
პირველი ხსენება | 525 BCE |
ფართობი | 314 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2 მ |
ოფიციალური ენა | არაბული ენა |
მოსახლეობა | 650 000 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 61 |
ოფიციალური საიტი | http://benghazimun.ly/ |
ლიბიის მონარქიის დროს ბენღაზის საერთო დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. ქალაქში დღემდე ფუნქციონირებს ისეთი ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი დედაქალაქის პრეროგატივაა. ეს ყოველივე ბენღაზისა და ტრიპოლის შორის მუდმივ მეტოქეობას წარმოშობს, რაც უფრო დიდ მასშტაბებშიც, მთლიან ორ რეგიონზე ვრცელდება (კირენაიკა და ტრიპოლიტანია). მთლიანი რაიონის მოსახლეობა 1995 წლის აღწერით 500 120 ადამიანი იყო, 2006 წელს კი 670 797.[2]
2011 წლის 15 თებერვალს,[3] ქალაქში მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება დაიწყო. 21 თებერვალს ბენღაზი კადაფის მოწინააღმდეგეებმა აიღეს,[4] რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული გარდამავალი საბჭო ჩამოაყალიბეს.[5] 19 მარტს, სწორედ ბენღაზიში მოხდა ლიბიის სამოქალაქო ომის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ლიბიის არმიამ ქალაქზე შეტევისას გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა აჯანყებულებზე, მაგრამ ისინი უკან დახია ადგილობრივთა წინააღმდეგობამ და საფრანგეთის საჰაერო ძალების ჩარევამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1973 წლის რეზოლუციის თანახმად მოქმედებდა, რაც მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს.
თანამედროვე ბენღაზი ძველბერძნულ ქალაქ ბერენიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, რომელიც ძვ. წ. 525 წელს კირენის მეფის ძმამ დააარსა. ახალ ქალაქს შემდეგში ჰესპერიდიები ეწოდა. მას შემდეგ რაც ბენღაზი რომაული ქალაქი გახდა, მისი ექვსასწლიანი აყვავების ხანა დაიწყო. ძვ. წ. III საუკუნიდან იგი კირენაიკის მთავარი ცენტრი ხდება, მაგრამ ახ. წ. 642-643 წლებში არაბთა მიერ დაპყრიბის შემდეგ იგი დასუსტდა და თანდათან დიდებულ ნანგრევებში ჩაფლულ პატარა სოფლად იქცა.
1200-იანი წლებიდან დასახლებამ მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო გენუელ ვაჭრებსა და ქვეყნის შიდა რეგიონების ტომებს შორის გაჩაღებულ მზარდ ვაჭრობაში. 1578 წელს ბენღაზი თურქებმა აიღეს და მისი მართვა ტრიპოლიდან დაიწყეს. 1835-1911 წლებში იგი ოსმალეთის იმპერიის პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყო. ამ დროისათვის ბენღაზი იმპერიის ყველაზე გაუბედურებული პროვინცია იყო. მას არ გააჩნდა მოპირკეთებული გზები, ტელეგრაფი, სანაპირო კი იმდენად იყო დანალექებისგან დაბინძურებული, რომ გემის მიდგომაც შეუძლებელი იყო. 1858 და 1874 წელს მოსახლეობა შავი ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა.
1911 წელს ბენღაზი იტალიელებმა აიღეს. კირენაიკის ადგილობრივმა მოსახლეობამ ომარ მუხთარის ხელმძღვანელობით მათ წინააღმდეგ პარტიზანული ომის გაჩაღება სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. იტალიელთა საპასუხო ქმედება აჯანყებული ტომების მიმართ სადამსჯელო ქმდებებში გამოიხატა. მეორე მსოფლიო ომში მძიმედ დაზიანებული ბენღაზი მალე კვლავ აღდგა, რისი დამსახურებაც ლიბიაში აღმოჩენილი ნავთობი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.