From Wikipedia, the free encyclopedia
ბეთლემი (ყოფილი ახალხიზა[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (სკრის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 630 მეტრი, გორიდან 7 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ბეთლემი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | სკრა |
კოორდინატები | 41°59′11″ ჩ. გ. 44°00′35″ ა. გ. |
დაარსდა | 1907 |
ადრეული სახელები | ახალხიზა |
ცენტრის სიმაღლე | 630 მ |
მოსახლეობა | 385[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი ხიზაბავრადან (სამცხე-ჯავახეთის მხარე) ჩამოსულმა კათოლიკეებმა დააარსეს 1907 წელს. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშაშვილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით, შეისყიდა. თავიდან სოფელს ბეთლემი უწოდეს, თუმცა სახელი კომუნისტურ პერიოდში ახალხიზად გადააკეთეს. ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის არიან ჭონიშვილები, მამუკაშვილები, მურადაშვილები და სხვ. 1920 წლის მიწისძვრის დროს ძველი სახლები დაინგრა. შემდეგ მოსახლეობა ოდნავ ქვემოთ, ამჟამინდელ სოფლის ადგილას ჩავიდა. თანამედროვე სოფელი ძირითადად მენშევიკური მთავრობის პერიოდში გაშენდა, აშენდა სკოლა, საბავშვო ბაღი და ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.[3]
2019 წელს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, სოფელს დაუბრუნდა თავდაპირველი სახელი — ბეთლემი.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 385 ადამიანი.
ჰავის მონაცემები — ახალხიზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 3.2 | 4.8 | 9.4 | 16 | 21.3 | 24.6 | 27.1 | 27.3 | 23 | 17.3 | 10.2 | 5.1 | 15.8 |
საშუალო დღიური °C | −1.3 | 0.1 | 4.3 | 9.8 | 15 | 18.4 | 21.1 | 21.1 | 16.7 | 11.4 | 5.5 | 0.8 | 10.2 |
საშუალო დაბალი °C | −5.7 | −4.6 | −0.7 | 3.7 | 8.8 | 12.2 | 15.1 | 14.9 | 10.5 | 5.6 | 0.8 | −3.5 | 4.8 |
საშუალო ნალექი (მმ) | 39 | 37 | 38 | 56 | 78 | 76 | 56 | 50 | 46 | 58 | 54 | 46 | 634 |
წყარო: climate-data.org[5] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.