Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანდარ-ლამპუნგი (წარსულში ნიდ: Oosthaven, ითარგმნება როგორც აღმოსავლეთი ნავსადგური) − ინდონეზიის პროვინციის, ლამპუნგის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს სუმატრის სამხრეთ ნაწილში. ბანდარ-ლამპუნგს თავდაპირველად Tanjungkarang–Telukbetung ეწოდებოდა, რადგანაც ლამპუნგის ორი მთავარი დასახლების გაერთიანება იყო. დღევანდელი სახელი 1983 წელს ეწოდა.[3]
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბანდარ-ლამპუნგი ინდონ. Bandar Lampung | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Kedaton[1] , Sukarame[1] , Tanjungkarang Pusat[1] , South Telukbetung[1] , Rajabasa[1] , Sukabumi[1] , Labuhan Ratu[1] , Langkapura[1] , Kedamaian[1] , Bumi Waras[1] , Panjang[1] , West Telukbetung[1] , North Telukbetung[1] , Tanjung Senang[1] , Kemiling[1] , Way Halim[1] , West Tanjungkarang[1] , Enggal[1] , East Tanjungkarang[1] და East Telukbetung[1] | ||||
კოორდინატები | 5°25′46″ ს. გ. 105°15′45″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 17 ივნისი, 1682 | ||||
ფართობი | 169.21 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 15±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 166 761 (2015)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 721 | ||||
საფოსტო ინდექსი | 35154 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.bandarlampungkota.go.id/ | ||||
ქალაქის ტერიტორია და სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტო (რომელიც ქალაქს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება) მთავარი ტრანსმიგრაციის პროგრამის ნაწილია. შედეგად ბანდარ-ლამპუნგი სუმატრის რეგიონში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მედანის, პალემბანგისა და ბატამის შემდეგ. ქალაქის ფართობი 197.22 კმ²-ია. 2005 წელს ქალაქის მოსახლეობა 790 057 ადამიანს შეადგენდა, 2010 წელს ― 881 801 ადამიანს,[4] 2015 წელს ― 977 686 ადამიანს, ხოლო 2020 წელს ― 1 166 066 ადამიანს.[5] 2022 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 209 937 ადამიანს შეადგენს.[6]
ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. დღევანდელ სახელწოდებამდე მას ქალაქი ტანჯუნგ-კარანგი-ტელუკ-ბეტუნგი ერქვა. სანამ ბანდარ-ლამპუნგი გახდებოდა, იგი ორი ქალაქის, ტანჯუნგ-კარანგისა და ტელუკ-ბეტუნგის გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლებიც ადრე სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოში შედიოდა. 1982 წელს ქალაქი გაფართოვდა და სამი ახალი რაიონი მოიცვა.[7][8]
ბანტენის რეგენტის, უილიამ კრაფტის, გენერალ-გუბერნატორ კორნელიუს შპილმანისათვის მიწერილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1682 წლის 17 ივნისის აღწერაში „ლამპუნგ-ტელოკბეტონგი ზღვის ნაპირას მდებარეობს და Dipati Temenggung Nata Negara-ის ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს. ძალაუფლება კი 3 000-ზე მეტ ადამიანზე ვრცელდება“. ეს თარიღი მოგვიანებით ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად გამოცხადდა.[9]
იაპონელთა ოკუპაციის პერიოდში დღევანდელი ბანდარ-ლამპუნგი იმართებოდა როგორც ქალაქი (市, shi), რომელსაც იაპონელი მერი (市長, shicho) მართავდა. მერს ინდონეზიელი მოადგილე ჰყავდა (副市長, fuku-shicho).[9]
ტანჯუნგ-კარანგი და ტელუკბეტუნგი თავდაპირველად სამხრეთ ლამპუნგის სარეგენტოს იურისდიქციის ქვეშ იყო. 1948 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ორი ქალაქი გაერთიანდა და დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[9]
ბანდარ-ლამპუნგი ლამპუნგის პროვინციის დედაქალაქია. იგი კუნძულ სუმატრის სამხრეთ სანაპიროზე, ლამპუნგის ყურის ნაპირას მდებარეობს. ქაალქი 1980-იან წლებში ყოფილი პროვინციული დედაქალაქის, ტანჯუნგკარანგისა და ტელუკბეტუნგის პორტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. ქალაქის მრეწველობის დარგებს შორის აღსანიშნავია: ლითონის დამუშავება, დაზგაზე ქსოვა, მეთუნეობა და ფილების შექმნა. საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირებით, გარემომცველი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიისთვის, სადაც კაუჩუკს, ჩაის, ყავასა და სანელებლებს ექსპორტისთვის აწარმოებენ, ბანდარ-ლამპუნგი მთავარი პორტისა და სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.[10]
2010 წლისთვის ბანდარ-ლამპნუგი 13 ადმინისტრაციულ რაიონად (ინდონ. kecamatan) იყოფოდა, თუმცა მოგვიანებით, არსებული რაიონების გაყოფის შედეგად კიდევ 7 რაიონი შეიქმნა და 20-ს გაუტოლდა. ახლადშექმნილი რაიონებია: ბუმი-ვარასი, ენგალი, კედამაიანი, ლაბუჰან-რატუ, ლანგკაპურა, ტელუკ-ბეტუნგ-ტიმორი (აღმოსავლეთი ტელუკ-ბეტუნგი) და ვაი-ჰალიმი.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბანგარ-ლამპუნგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და მთელი წლის მანძილზე უხვი ნალექიანობით ხასიათდება. ყველაზე ნალექიანი პერიოდი ნოემბრიდან აპრილამდეა.
ჰავის მონაცემები — Bandar Lampung | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 30.3 | 31.0 | 31.6 | 32.0 | 31.9 | 31.7 | 31.3 | 31.4 | 31.4 | 32.0 | 32.0 | 31.1 | 31.5 |
საშუალო დღიური °C | 26.4 | 26.7 | 27.2 | 27.3 | 27.2 | 26.8 | 26.6 | 26.6 | 26.7 | 27.2 | 27.3 | 26.9 | 26.9 |
საშუალო დაბალი °C | 22.6 | 22.5 | 22.8 | 22.7 | 22.5 | 22.0 | 21.9 | 21.8 | 22.1 | 22.4 | 22.7 | 22.7 | 22.4 |
საშუალო ნალექი (მმ) | 280 | 281 | 255 | 175 | 135 | 119 | 100 | 121 | 118 | 139 | 149 | 250 | 2 122 |
წყარო: [11] |
2009 წელს ბანდარ-ლამპუნგში წერა-კითხვის ცოდნის დონე 94.3%-ს შეადგენდა, რაც მცირედით აღემატებოდა 2005 წლის მაჩვენებელს (93.5%). მიუხედავად ამისა, საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წელთან შედარებით 69.2%-დან 61.4%-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, ინდონეზიაში საშუალო სკოლაში სწავლის მაჩვენებელი 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში 54.6%-დან 55.8%-მდე გაიზარდა.
ბანდარ-ლამპუნგში რამდენიმე ცნობილი სკოლა და უნივერსიტეტი მდებარეობს. მათ შორისაა: ლამპუნგის უნივერსიტეტი (სახელმწიფო, ასევე ცნობილი როგორც უნილა), ბანდარ-ლამპუნგის უნივერსიტეტი (კერძო) და სხვ. 2011 წლისთვის ლამპუნგის უნივერსიტეტს 70 866 კურსდამთავრებული ჰყავდა.[12]
ბანდარ-ლამპუნგის დაძმობილებული ქალაქებია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.