Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლამპუნგი (ინდონ. Lampung) — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ესაზღვრება ბენკულუსა და სამხრეთ სუმატრის პროვინციებს. ლამპუნგში ცხოვრობს ლამპუნგის ხალხი, რომელიც სუმატრის ყველა სხვა ხალხისგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს, აქვთ საკუთარი ანბანიც. დედაქალაქია ბანდარ-ლამპუნგი.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ლამპუნგი Lampung | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
ადმ. ცენტრი | ბანდარ-ლამპუნგი | ||||
შიდა დაყოფა | ბანდარ-ლამპუნგი[1] [2] , West Lampung[1] [2] , South Lampung[1] [2] , Central Lampung[1] [2] , East Lampung[1] [2] , North Lampung[1] [2] , Mesuji[1] [2] , Metro[1] [2] , Pesawaran[1] [2] , West Coast[1] [2] , Pringsewu[1] [2] , Tanggamus[1] [2] , Tulang Bawang[1] [2] , West Tulang Bawang[1] [2] და Way Kanan[1] [2] | ||||
კოორდინატები | 5°27′00″ ს. გ. 105°16′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Arinal Djunaidi | ||||
დაარსდა | 18 მარტი, 1964 | ||||
ფართობი | 34 623,80 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ინდონეზიური ენა და Lampung Api | ||||
მოსახლეობა | 7 596 115[3] კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+07:00]] | ||||
საფოსტო ინდექსი | 30xxx, 31xxx, 32xxx | ||||
საავტომობილო კოდი | BE | ||||
ოფიციალური საიტი | lampungprov.go.id | ||||
2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 7 596 115 ადამიანს შეადგენს. მათი სამი მეოთხედი იავიდან, მადურიდან და ბალიდან მიგრირებულთა შთამომავალია. ეს მიგრანტები უკიდურესად მჭიდროდ დასახლებული კუნძულებიდან ახალი მიწების ძიებისას აღმოჩნდნენ სუმატრაზე. ლამპუნგი ერთ–ერთი პირველი დანიშნულების ადგილი იყო ინდონეზიის მთავრობის ტრანსმიგრაციის პროგრამაში.
ბოლო დროს ლამპუნგი ცნობილია გეოგრაფიული არასტაბილურიბით, განსაკუთრებით მიწისძვრებითა და ვულკანური აქტივობებით. 2005 წლის 10 მაისს, მოხდა რიხტერის სკალით 6,4 ბალის მიწისძვრა. მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ვულკან კრაკატაუს 1883 წლის ამოფრქვევამაც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.