კუანტანი

From Wikipedia, the free encyclopedia

კუანტანი

კუანტანი (ჯავი: كوانتن‎) ― ქალაქი მალაიზიაში, პაჰანგის შტატის დედაქალაქ. მდებარეობს მდინარე კუანტანის შესართავთან. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, კუანტანი მე-18 ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის და პირველ ადგილზეა ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროს მასშტაბით.

სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დახურვა

1955 წელს შტატ პაჰანგის ადმინისტრაციული ცენტრი ოფიციალურად გადავიდა კუალა-ლიპისიდან კუანტანში.

ისტორია

პირველ საუკუნეში კუანტანი ჩიჰ-ტუს იმპერიის ნაწილი იყო. XI საუკუნეში მიწის ნაწილი პატარა იმპერიამ, ფჰენგ-ხენგმა, ხოლო XII საუკუნეში სიამის იმპერიამ დაიპყრო. XV საუკუნეში კუანტანი მალაკის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

წარსულში კუანტანი ტერუნტუმის სოფლის (Kampung Teruntum) სახელწოდებით იყო ცნობილი. სოფელი მდინარე ტერუნტუმის შესართავთან მდებარეობდა. კუანტანი 1850-იან წლებში ჰაჯი სენიკმა და მისმა მიმდევრებმა დააარსეს. წამყვან ეკონომიკურ აქტივობებს მეთევზეობა და მცირე ბიზნესი შეადგენდა. სოფლის დაარსებაზე სასაფლაო მიანიშნევს, რომელიც ტამანის ესპლანადის მახლობლად მდებარეობს, ტენგკუ ამპუან აფსანის საავადმყოფოს წინ მდებარეობს.

მე-19 საუკუნის ბოლოს ჩინელი მაღაროელების და ვაჭრების ჩამოსვლასთან ერთად კუანტანსა კალის მომპოვებელი ტერიტორიების მახლობლად, როგორებიცაა გამბანგი და სუნგაი-ლემბინგი, დასახლებები შეიქმნა. ისევე, როგორც ნახევარკუნძულის მალაიზიის სხვა შტატებში, კაუჩუკის პლანტაციებმა ინდოელი ახალმოსახლეებიც მიიზიდა.

1941 წლის 10 დეკემბერს კუანტანის სანაპიროს მახლობლად ხომალდები Prince of Wales და Repulse ჩაიძირა.

2021 წლის 21 თებერვალს სულთანმა აბდულამ კუანტანი ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქად და საქალაქო საბჭოს კუანტანის საქალაქო საბჭო ეწოდა.[1]

მმართველობა

1955 წელს პაჰანგის შტატის მთავრობამ პაჰანგის ადმინისტრაციული ცენტრი კუალა-ლიპისიდან კუანტანში გადატანა. ქალაქ კუანტანის ურბანული ტერიტორია ძირითადად კუალა-კუანტანისა და ბესერაჰის მუქიმების ტერიტორიაზე მდებარეობს.

ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანო კუანტანის საქალაქო საბჭოა. 1913 წლიდან 1937 წლამდე მას კუანტანის სანიტარული საბჭო (Lembaga Kesihatan Kuantan) ეწოდებოდა, 1937-დან 1953 წლამდე ― კუანტანის ქალაქის საბჭო (Lembaga Bandaran Kuantan), 1953 წლიდან 1979 წლის 31 აგვისტომდე ― კუანტანის საქალაქო საბჭო (Majlis Bandaran Kuantan), ხოლო 1979 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 20 თებერვლამდე ― კუანტანის მუნიციპალური საბჭო (Majlis Perbandaran Kuantan).

კლიმატი

Thumb
ტელუკ კემპედაკის პლაჟი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კუანტანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. შტატის ტერიტორიაზე ორ სეზონი გამოიყოფა: „მშრალი“ და ცხელი სეზონი და წვიმიანი სეზონი. „მშრალი“ და ცხელი სეზონი (ფარდობითი ტერმინი, რადგან ქალაქს კარგად გამოხატული მშრალი სეზონი არ აქვს) სუმატრიდან ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროსკენ მქროლავი სამხრეთ-დასავლეთის ქარების დროს ხდება, რომელსაც ტიტივანგსის ქედი ეღობება. ტემპერატურამ შეიძება 40 °C-ს მიაღწიოს. წვიმების სეზონი ჩვეულებრივ ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება. ამ სეზონის დროს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები ქრის, ღრუბლიანობითა და დიდი რაოდენობით ნალექიანობით ხასაითდება.

2006 წელს სუმატრიდან და ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეეთ სანაპიროდან წამოსული მშრალი ნაწილაკების ნისლის გამო კუანტანში ჰაერი დაბინძურდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ხილვადობის პირობებზე.

დემოგრაფია

2010 წლისთვის კუანტანის მოსახლეობა დაახლოებით 427 515 ადამიანს შეადგენდა. მათგან 78.5%-ს მალაიელები, 17.9%-ს ჩინელები, 3.3%-ს ინდოელები, ხოლო 0.3%-ს სხვა ეთნოსის წარმომადგენლები შეადგენდნენ. ქვემოთ მოცემული ცხრილი მალაიზიის სტატისტიკის დეპარტამენტის 2010 წლის აღწერის მიხედვითაა შედგენილი:

მეტი ინფორმაცია ეთნიკური ჯგუფები 2010 წლის აღწერის მიხედვით, ეთნოსი ...
ეთნიკური ჯგუფები 2010 წლის აღწერის მიხედვით
ეთნოსიმოსახლეობა %
ბუმიპუტერა335,59978.5%
ჩინელი მალაიზიელები76,52517.9%
მალაიზიელი ინდოელები14,1083.3%
სხვები1,2820.3%
დახურვა

2019 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 529 600 ადამიანამდე გაიზარდა.[2]

ეკონომიკა

Thumb
კუანტანის ცენტრალური ტერმინალი

კუანტანის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგი ტურიზმია. ადგილობრივ დონეზე კუანტანი ხელნაკეთი ნივთების, ბატიკის, კეროპოკისა (მშრალი თევზის კრეკერები) და მარილიანი თევზის წარმოებითაა ცნობილი. კუანტანი პაჰანგის ადმინისტრაციული და კომერციული დედაქალაქის ფუნქციას ასრულებს. ქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს ვაჭრობა და კომერცია შეადგენს. ადგილობრივ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მერქნის წარმოება, ნაყინისა და თევზის მრეწველობა.

ქალაქში განვითარებულია ნავთობქიმიური მრეწველობა, მეტწილად გებენგში, ინდუსტრიულ ტერიტორიაზე, რომელიც კუანტანიდან 25 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. კუანტანში მოღვაწეობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: [3] BP Chemicals,[4] MTBE,[5] Flexsys,[6] Bredero Shaw,[7] Eastman Chemical, Kaneka,[8] Polyplastics,[9] Mieco,[10] KNM,[11] JiKang,[12] W.R. Grace and Company, Sealed Air, Wasco Pipeline Coatings,[13] AMC,[14] და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.