From Wikipedia, the free encyclopedia
აჯდაბია (არაბ. أجدابيا) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში, ელ-ვახატის რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს ბენღაზიდან 150 კმ-ით სამხრეთით. 2001-2007 წლებში იყო აჯდაბიის რაიონის დედაქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
აჯდაბია არაბ. أجدابيا | |
ქალაქის ცენტრი | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | კირენაიკა |
რაიონი | ელ-ვახატი |
კოორდინატები | 30°45′20″ ჩ. გ. 20°13′31″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2 მ |
მოსახლეობა | 76 968 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა აჯანყებულებსა და პრო-კადაფისეულ ძალებს შორის. დაეცა მრავალი სამოქალაქო პირი. 2011 წლის მოხსენება მას „მოჩვენებების ქალაქად“ აღწერს.[1] მარტის ბოლოს, მეამბოხეებმა აჯდაბიაზე საბოლოო კონტროლი დაამყარეს.
აჯდაბია მდებარეობს ცენტრალურ ჩრდილოეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სიდრის ყურესთან.
1917-1922 წლებში აჯდაბია კირენაიკის სახელმწიფოს დედაქალაქი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.