From Wikipedia, the free encyclopedia
ახურიანის წყალსაცავი (სომხ. Ախուրյանի ջրամբար; თურქ. Arpaçay Barajı) — წყალსაცავი სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მდებარეობს მდინარე ახურიანზე[2][3]. წყალსაცავის ზედაპირის ფართობი 54 კმ²-ია, ხოლო მოცულობა 525 მილიონი მ³[2][3]. ის ერთ-ერთი უდიდესი წყალსაცავია კავკასიის რეგიონში და ფართობით მხოლოდ მინგეჩაურისა და შამქორის წყალსაცავებს ჩამორჩება.
ახურიანის წყალსაცავი | |
---|---|
სომხ. Ախուրյանի ջրամբար თურქ. Arpaçay Barajı | |
ახურიანის წყალსაცავი სომხეთის მხრიდან | |
კოორდინატები: 40°33′47″ ჩ. გ. 43°39′16″ ა. გ. | |
ქვეყანა |
სომხეთი თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული |
შირაკის პროვინცია ყარსის პროვინცია |
ზღვის დონიდან | 1600 მ |
სიგრძე | 20 კმ |
ფართობი | 54 კმ² |
მოცულობა | 0,525 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 59(კაშხალი)[1] მ |
მდინარე | ახურიანი |
შევსების წელი | 1980 |
სომხეთში წყალსაცავის წყალს სარწყავად იყენებს არაგაწოტნის, არმავირისა და შირაკის პროვინციები[3]. ასევე სარწყავად გამოიყენება წყალი თურქეთშიც. ყარსისა და არტაანის პროვინციებში ყოველწლიურად 70 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები ირწყვება[4].
1963 წლის 25 აპრილს, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს (ვისი ნაწილიც იმ დროს იყო სომხეთი) შორის ხელი მოეწერა მდინარე ახურიანზე კაშხლის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც წყალსაცავში ოთხი მდინარის ჩამონადენი უნდა დაერეგულირებინა[2][5]. მისი მშენებლობა 1975 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა[6], ექსპლუატაციაში გაეშვა ამავე წელს[2].
სომეხი მკვლევარების აზრით „წყლის სისტემა მძიმე მეტალებითა და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით არის დაბინძურებული“[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.