მინგეჩაურის წყალსაცავი

წყალსაცავი აზერბაიჯანში From Wikipedia, the free encyclopedia

მინგეჩაურის წყალსაცავი

მინგეჩაურის წყალსაცავი (აზერ. Mingəçevir su anbarı) — წყალსაცავი აზერბაიჯანის მინგეჩაურის რაიონში, მდინარე მტკვარზე. ზღვის დონიდან 71 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე — 70 კილომეტრი, სიგანე — 18 კილომეტრი. ზედაპირის ფართობი — 605 კმ². მოცულობა — 16,1 კმ³. უდიდესი სიღრმე — 75 მეტრი, საშუალო სიღრმე — 27 მეტრი. შეიქმნა ენერგეტიკული მიზნებისათვის, ასევე მდინარე მტკვრის ქვემო დინებაში წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენებენ სარწყავად. მისგან სათავეს იღებს ზემოყარაბაღისა (172 კმ.) და ზემოშირვანის (123 კმ.) სარწყავი არხები.

სწრაფი ფაქტები მინგეჩაურის წყალსაცავი, ქვეყანა ...
მინგეჩაურის წყალსაცავი
აზერ. Mingəçevir su anbarı
Thumb
მინგეჩაურის წყალსაცავის ხედი ორბიტიდან
კოორდინატები: 40°47′20″ ჩ. გ. 47°01′40″ ა. გ.
ქვეყანა  აზერბაიჯანი
ზღვის დონიდან 71
სიგრძე 70 კმ
სიგანე 18 კმ
ფართობი 605 კმ²
მოცულობა 16,1 კმ³
უდიდესი სიღრმე 75
საშუალო სიღრმე 27
ჩაედინება მტკვარი, იორი, ალაზანი
გამოედინება მტკვარი
Thumb
დახურვა

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.