ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალდაბა[2] — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ხოდაშნის თემში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ხოდაშნისხევზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე, ახმეტიდან 20 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ახალდაბა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ხოდაშენი |
კოორდინატები | 41°57′24″ ჩ. გ. 45°18′09″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
მოსახლეობა | 11[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 54,5 % ოსები 45,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 ადამიანი.
1948 წელს სოფელში ღვთაების ეკლესიის მახლობლად, შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I ს—ახ. წ. I საუკუნის დასაწყისის მდიდრული სამარხი. 1948-1949 წლებში გაითხარა იმავე ხანის ღარიბული სამაროვანი. ახალდაბის მდიდრული სამარხის მასალა (კამეათი შემკული ოქროს მედალიონი, ასეთივე მედალიონიდან ამოვარდნილი კამეა, ოქროს საკიდი, ოქროს მძივ-მილაკები, პართიის მეფის ოროდე I ძვ. წ. 57—37 წლების ვერცხლის მონეტა, ვერცხლის თასის, ბრინჯაოს სურისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ახალდაბის სამაროვნის ოქროს ნივთების ნაწილი არმაზისხევის პიტიახშთა სამარხებში აღმოჩენილი ოქროს სამკაულების მსგავსია. ახალდაბის მდიდრული სამარხეული კომპლექსი მიჩნეულია ადგილობრივი ხევისთავის კუთვნილებად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.