სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
აჭი[2] — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში (სოფლები: აჭი, კვაჭალათი, ლიხაური, ნიაბაური). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მ., ლიხაურიდან 5 კმ.
სოფელი | |
---|---|
აჭი | |
სოფელ აჭის ერთ-ერთი უბნის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლიხაური |
კოორდინატები | 41°50′41″ ჩ. გ. 42°00′14″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 420 მ |
მოსახლეობა | 36[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში დგას წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული დარბაზული ეკლესია. ეკლესიას აქვს ასომთავრული წარწერა. შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით, მათ შორის ზოგიერთი ფრესკა იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.
სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია აჭის ციხის ნანგრევები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.