From Wikipedia, the free encyclopedia
ანელიზ (ანა) ფრანკი (ნიდერლ. Anneliese Marie Frank; დ. 12 ივნისი, 1929, ფრანკფურტი — გ. მარტი, 1945, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკი) — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული „ანა ფრანკის დღიურისა“, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
ანა ფრანკი | |
---|---|
ნიდერლ. Annelies Marie Frank | |
დაბადების თარიღი | 12 ივნისი, 1929[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] |
დაბადების ადგილი | Maingau Clinic of the Red Cross, მაინის ფრანკფურტი, ვაიმარის რესპუბლიკა[1] [7] [19] |
გარდაცვალების თარიღი | თებერვალი, 1945[21] [22] [23] (15 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერგენ-ბელზენი, მესამე რაიხი[1] [19] |
დასაფლავებულია | ბერგენ-ბელზენი |
საქმიანობა | დღიურის ავტორი და მწერალი[24] [25] |
მოქალაქეობა |
მესამე რაიხი[26] მოქალაქეობის არმქონე[27] ვაიმარის რესპუბლიკა |
ალმა-მატერი | 6th Montessori School Anne Frank |
Magnum opus | ანე ფრანკის დღიური და Tales from the Secret Annex |
ნათესავ(ებ)ი | ევა შლოსი |
ხელმოწერა | |
საიტი | annefrank.org |
ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ. ანამ დღიური საჩუქრად მიიღო მამამისისგან, რომელიც დაიმეგობრა და მას კიწი (ქითი) უწოდა. ანა ფრანკი გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. დაიღუპა მისი დაც, რომელიც 2 წლით იყო მასზე უფროსი. აღსანიშნავია, რომ ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდან შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები. ცნობილია, რომ ანას დედა თვითონ უარს ამბობდა საკუთარ საკვებზე, რათა თავისი შვილებისთვის გაენაწილებინა. როგორც მოწმეები აცხადებენ, ანას და მის დას ერთ ბნელ ოთახში უწევდათ ცხოვრება. იყო საშინელი სიბინძურე. ანას და მარგო დაავადდა. ის გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ანა ფრანკიც. გადარჩა მხოლოდ ანას მამა. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს,თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების სოციალური გეგმის ნაწილი იყო ებრაელი ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისინი აღარ ბრუნდებოდნენ.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ანა ფრანკი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.