ანა დიბო
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა დიბო (რუს. А́нна Влади́мировна Дыбо́; დ. 4 ივნისი, 1959, მოსკოვი) —— საბჭოთა და რუსი ლინგვისტი, აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, კომპარატივისტი. შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი თურქულ ენათა მიმართულებით. ფილოლოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1992 წ.), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 2008 წლის 29 მაისიდან ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის განხრით (ენათმეცნიერება). ანა დიბო არის მოსკოვის კომპარატივისტიკული სკოლის წარმომადგენელი.
ანა დიბო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 ივნისი, 1959 (65 წლის) |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, თურქოლოგი და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება, Russian State University for the Humanities და Centre for Comparative Linguistics |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | კირილ ბაბაევი და Kirill Reshetnikov |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
მამა | Vladimir Dybo |
ანა დიბომ 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ლინგვისტიკის განყოფილება სადიპლომო ნაშრომით თემაზე „XIII-ХIV საუკუნეების ნოვგოროდის დიალექტებში არსებული დეკლინაციური განსხვავებები და წერილობითი ძეგლების ლოკალიზაციის პრობლემა“ (რუს. «Деклинационные различия в новгородских диалектах XIII-ХIV вв. и проблема локализации письменных памятников».) გაიარა ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიქტორ ვლ. ვინოგრადოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტში.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ურალურ-ალთაური ენების განყოფილების უფროსი ხელმძღვანელი.
რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აღმოსავლურ კულტურათა ინსტიტუტის კომპარატივისტიკის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ანა დიბოს კალამს ეკუთვნის მნიშვნელოვანი შრომები პრაენის და პროკულტურის სემანტიკური რეკონსტრუქციის დარგში (ალათაურ მასალაზე დაყრდნობით).
ანა დიბოს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სახელი მიენიჭა 1991 წელს საკანდიდატო დისერტაციის წარმატებით დაცვის გამო თემაზე „სემანტიკური რეკონსტრუქცია ალთაურ ეტიმოლოგიაში“ (რუს. «Семантическая реконструкция в алтайской этимологии»).
2013—2018 წწ. იგი არის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საატესტაციო კომისიის საექსპერტო საბჭოს წევრი ფილოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დარგებში, ხოლო 2019 წლიდან მოყოლებული კი უმაღლესი საატესტაციო კომისიის წევრი.
ანა დიბო არის თანაავტორი 1984—2006 მოსკოვში წლებში ექვსტომეული გამოცემის „თურქულ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკისა“ (რუს. «Сравнительно-историческая грамматика тюркских языков») მნიშვნელოვანია ანა დიბოს წვლილი მრავალტომეულ გამოცემაში სახელწოდებით „თურქულ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (რუს. «Этимологический словарь тюркских языков»).
ანა დიბო მონაწილეობს ევროპის ლინგვისტურ ატლასზე მუშაობაში.
ანა დიბოს არის თურქულენოვანი პოეზიის თარგმანების საერთაშორისო კონკურსის „აკ ტორნა“-ს (რუს. «А́к Торна́»; რუს. „თეთრი წერო“ - (2012 წელი)) ჟიურის წევრი.
ანა დიბო შედის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უწყებანის ლიტერატურისა და ენის სერიის (რუს. «Известия РАН. Серия литературы и языка») სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში.
ანა დიბოს 2019 წლიდან რუსეთის ფედერაციის ხალხთა მშობლიური ენების შესწავლის და შენახვის ფონდში შედის.
ანა დიბოს საჯარო გამოსვლებისა და სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.