ალ-აზჰარის უნივერსიტეტი (არაბ. الأزهر الشريف; ალ-აზჰარ ალ-შარიფ, „ღირსეული აზჰარი“) — ერთ-ერთი უძველესი წამყვანი ეგვიპტური უნივერსიტეტი კაიროში, განთქმული მსოფლიოში მისი ისლამური კვლევისა და განათლების ცენტრის რეპუტაციით.[4][5] მისი სახელი უკავშირდება ალ-აზჰარის მეჩეთს ძველ კაიროში, რომელსაც თავის მხრივ სახელი ფატიმა აზ-ზაჰრაას, წინასწარმეტყველი მუჰამედის ქალიშვილის (ფატიმიდთა დინასტიის წინაპარი), პატივსაცემად დაერქვა.[6] მეჩეთი ორ წელიწადში აიგო (969-971). მედრესეს თეოლოგიის სკოლა დაფუძნდა 988 წელს, როგორც ისმაილი შიას სკოლა, თუმცა მოგვიანებით სუნიტური გახდა და ამ ორიენტაციას დღემდე ინარჩუნებს. ეს ერთ-ერთი უძველესი მოქმედი უნივერსიტეტთაგანია მსოფლიოში.

ალ-აზჰარი უმრავლესობა სუნიტ მუსლიმთა მიერ ისლამური სწავლების ყველაზე პრესტიჟულ სკოლად ითვლება და ამ სკოლის მეცნიერები მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ. უნივერსიტეტის მიზანია ისლამური კულტურისა და არაბული ენის (ყურანის ენა) პროპაგანდა/პოპულარიზაცია.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.