ალექსანდრე ნეველის ლავრა

From Wikipedia, the free encyclopedia

ალექსანდრე ნეველის ლავრა

ალექსანდრე ნეველის ლავრა (რუს. Александро-Невская лавра) — მართლმადიდებლური მამათა მონასტერი სანქტ-პეტერბურგში. პირველი და ყველაზე დიდი მონასტერი ქალაქში. 1797 წლიდან პავლე I-ის ბრძანებით აქვს ლავრის სტატუსი.

სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
ალექსანდრე ნეველის ლავრა
Thumb
Thumb
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები59°55′11″ ჩ. გ. 30°23′19″ ა. გ.
რელიგიური კუთვნილებარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა რუსეთი
ადგილმდებარეობასანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსიმოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810589000
საიტიოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდებაXVIII საუკუნე
დახურვა

არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სასაფლაო, სადაც კრძალავდნენ XVIII-XIX საუკუნეების ცნობილ მოღვაწეებს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია

პეტრეს ეპოქა

მხარეთმცოდნეების ზოგიერთ გამოცემაში ზოგჯერ წერენ, რომ ალექსანდრე ნეველის მონასტერი თავად პეტრე I-მა დააარსა. 1710 წელს, მას შემდეგ რაც იმპერატორმა იხილა მდინარე ჩერნო-რეჩკის (ამჟამად მონასტირკა) ნევასთან შეერთების ადგილი, გამოსცა ბრძანება ამ ადგილზე მონასტრის აშენების შესახებ, რომლისთვისაც გამოიყო გარკვეული მიწის ნაკვეთი მდინარე ნევის ორივე მხარეს. ტერიტორია მიაწერეს ვალდაის ივერიის მონასტერს.

მონასტრის კურთხევა ალექსანდრე ნეველის სახელზე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სწორედ ამ ადგილზე მან 1240 წელს შვედებზე მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება ნევის ბრძოლაში.

ახალი მონასტრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიმანდრიტი თეოდოსი (იანოვსკი). დაარსების ოფიციალური თარიღია პირველი ხის ხარების ეკლესიის კურთხევის დღე 1713 წლის 25 მარტი (ხარების დღესასწაული).

არქიტექტურული კომპლექსის პროექტი შეიმუშავეს ორი წლის წინ დომენიკო ტრეზინის ხელმძღვანელობით. ტრეზინის მიხედვით მონასტერი გათვლილია, როგორც შენობა-ნაგებობების სიმეტრიული ანსამბლი, რომელსაც ეკავა ადგილი ნევასა და ჩერნო-რეჩკას შორის. ამავდროულად მონასტერი იყო ახალი დედაქალაქის საფორტიფიკაციო ნაგებობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მონასტრიდან დედაქალაქამდე დაგეგმეს გრძელი გზის ნევის პროსპექტის მშენებლობა.

1720 წელს მონასტერთან გაიხსნა სკოლა ეკლესიის მსახურთა შვილებისათვის. ექვსი წლის შემდეგ მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სლავურ-ბერძნულ-ლათინური სემინარია. შემდეგ მას ეწოდა ალექსანდრე ნეველის მონასტრის მთავარი სემინარია, რომელსაც 1797 წელს პავლე I-მა მიანიჭა აკადემიის სტატუსი. ნეველის ლავრის კედლებში ეკლესიის მსახურთა არაერთი თაობა გაიზარდა. მათ შორის რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსები XVIII-XIX საუკუნეებში. 1719 წლიდან ლავრაში მოქმედებდა სანქტ-პეტერბურგის სტამბა, ხოლო 1714 წლიდან ჯარისკაცების თავშესაფარი.

პეტრე I-მა, რომელიც ახლად აგებულ მონასტერს ესტუმრა 1723 წლის 29 მაისს, ბრძანა ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტრიდან ახალ დედაქალაქში გადაესვენებინათ თავად ალექსანდრე ნეველის ნეშტი. იმპერატორის ბრძანება შეასრულეს 1724 წლის 30 აგვისტოს, რის შემდეგაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში გაჩნდა ახალი დღესასწაული მართლმორწმუნე თავადის ნეშტის გადასვენება.

სინოდალური პერიოდი

Thumb
ლვრის საერთო ხედი 1815 წელს

ტრეზინის გეგმის განხორციელება გაჭიანურდა დიდი ხნის მანძილზე. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი წარიმართა ელისაბედ I-ის მმართველობის პერიოდში და ეკატერინე II-ის მეფობის პირველ ნახევარში. თავდაპირველი პროექტით აგებული ტაძარი დაინგრა. მისი ახალი პროექტი შეიმუშავა ივან სტაროვმა, რომელმაც მონასტრის შემადგენლობაში მოაქცია მდინარე მონასტირკის მთელი მარცხენა სანაპირო.

1742 წელს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის დაარსების შემდეგ მისი მმართველი, ამავდროულად იყო მონასტრის არქიმანდრიტი.

1797 წელს პავლე I-ის ბრძანების თანახმად მონასტერმა მიიღო ლავრის სტატუსი. რუსეთის იმპერატორებისა და მათი ოჯახის წევრების კეთილგანწყობის დამსახურებით მონასტერი ერთ-ერთი უმდიდრესი გახდა ქვეყანაში. მისი კაპიტალი 3 მლნ რუბლს აღემატებოდა[1].

XX საუკუნის დასაწყისში მონასტერში ჩამოყალიბდა ახალი განყოფილებები, მაგალითად მომღერალთა კურსები. 1909 წელს დაარსდა მუზეუმი. ლუჟკის მაზრაში დაარსდა სერაფიმო-ანტონიევის სკიტე, რომელიც მიაწერეს მონასტერს. პირველი მსოფლიო ომის დროს მონასტრის კედლებში მოაწყეს ლაზარეთი. მონასტრის სარევიზიო გუნდის წევრის ს. პ. კაბლუკოვის მნაცემებით 1917 წლის მაისში მონასტრის კაპიტალი შეადგენდა 2 მლნ რუბლს, საიდანაც 1 966 243 საპროცენტო ქაღალდები იყო, ხოლო 133 155 რუბლი ნაღდი ფული[2].

საბჭოთა პერიოდი

1917 წლის თებერვალში მონასტრის ძმათა რაოდენობა 113-ს შეადგენდა, მათ შორის 63 ბერი იყო, ხოლო 50 მორჩილი[3]. 1917 წლის ნოემბერში მონასტრის ბერებმა მონაწილეობა მიიღეს დამფუძნებელი კრების წევრების არჩევნებში[3]. 1917 წლის 14 დეკემბერს წმინდა სინოდის რევიზია მოხდა, რომელიც ჩატარდა მაისში და ივლისში: კომისიამ გამოავლინა რიგი დარღვევები ლავრის ხელისუფლების მიერ.

ბოლშევიკები ცდილობდნენ ქონების კონფისკაცია მოეხდინათ ჯერ კიდევ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამოყოფის დეკრეტის მიღებამდე. 1918 წელს, სახელმწიფო სახალხო კომისარიატმა გამოსცა ბრძანება ლავრისა და მეტროპოლიის პალატების საცხოვრებელი კვარტლების კონფისკაციის შესახებ. შენობები გადაეცა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს. იმავე დღეს მონასტერს სტურობდა დელეგაცია,რომელმაც წარადგინა დოკუმენტი სახალხო კომისარ ალექსანდრა კოლონტაის ხელმოწერით. ყველანაირი ქონება გადაეცემოდა უფლებამოსილ პირს. 19 იანვარს ეკლესიაში შეიჭრა შეიარაღებული დანაყოფი, კომისარ ილოვაისკის ხელმძღვანელობით, რომელმაც დააპატიმრა რამდენიმე სასულიერო პირი. ვიღაცამ განგაში ატეხა, შეიკრიბა მოსახლეობა და წითელარმიელები განაიარაღეს, მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრა პეტროგრადელი მღვდელი პეტრე სკიპეტრევი. საბოლოოდ წითელარმიელებმა დატოვეს მონასტერი. 21 იანვარს პეტროგრადის მიტროპოლიტმა ბენიამინმა მოაწყო ლიტანიობა ეკლესიის დასაცავად, რომელშიც მონაწილეობდა 500 000 ადამიანი. 1918 წლის იანვრის მოვლენები იყო ახალი ხელისუფლების პირველი ღია გამოსვლა რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ[3].

1918 წლის თებერვალში ძალაში შევიდა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამოყოფის დეკრეტი. რელიგიურ ორგანიზაციებს აეკრძალათ რაიმე ქონების დაგროვება. მონასტერმა მოქმედება გააგრძელა 1932 წლის 17 თებერვლამდე. 18 თებერვლის ღამეს ლენინგრადში დააპატიმრეს ყველა ბერი. გაუქმებული მონასტრების ბაზაზე განათავსეს სხვადასხვა სახელოსნო.

1957 წელს ღვთისმსახურება აღსდგა სამების ეკლესიაში. ალექსანდრე ნეველის სხეული ტაძარს დაუბრუნდა 1989 წლის 3 ივნისს[4].

თანამედროვეობა

სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ლავრის კედლებში დაიწყო 1996 წელს. ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა ეპისკოპოსი ნაზარი (ლავრინენკო). სამების ეკლესიის მრევლის სხდომა გაიმართა 1997 წლის 3 ნოემბერს და მმართვლობა გადაეცა ლავრის სასულიერო პირებს. მიიღეს მონასტრის ტიპიკონი. დანიშნეს მონასტრის ძირითადი თანამდებობებზე სასულიერო პირები. ეპარქიას ლავრის მონასტერი სრულიად გადაეცა 2000 წლის 18 აპრილს.

მონასტრისა და სალიტურგიო ცხოვრებისს აღორძინებასთან ერთად ლავრაში მიმდინარეობს ტრადიციული მრეწველობის დარგების აღორძინება. აქ მუშაობს: ხატმწერთა, იუველირთა და ქრისტიანულ მინიატურათა სახელოსნოები. მომლოცველთა სამსახური ახორციელებს გასვლებს ლენინგრადის ოლქის ფარგლებსა და მის გარეთ. 2007 წლის ზაფხულში დასრულდა სამების ტაძრის გუმბათის რესტავრაცია და 14 მეტრიანი ჯვრის მოოქროვება[5].

არქიტექტურული კომპლექსი

სამების ეკლესია, რომელიც ააგეს პეტრე დიდის ეპოქაში თეოდორ შვერტფეგერის პროექტის მიხედვით, დაშალეს 1753-1755 წლებში. ამჟამად მოქმედი შენობა, რომელიც შესრულებულია ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში, აგებულია ეკატერინე II-ის მმართველობის პერიოდში ივან სტაროვის პროექტის მიხედვით. ტაძარი აკურთხეს 1790 წლის 30 აგვისტოს. ამავე პერიოდში გადაასვენეს ალექსანდრე ნეველის ნეშტი ხარების ეკლესიიდან.

მეტი ინფორმაცია #, ფოტო ...
# ფოტო სახელწოდება არქიტექტორი აგების თარიღი ეძღვნება
1Thumbსამების ტაძარიივან სტაროვი1776—1790სამება
2Thumbხარების ეკლესიადომენიკო ტრეზინი

თეოდორ შვერტფრეგერი
1717—1724ალექსანდრე ნეველი

ხარება

სულთმოფენობა
3Thumbთეოდორეს ეკლესიათეოდორ შვერტფრეგერი

პიეტრო ანტონიო ტრეზინი
1742—1767დიდი მთავარი თევდორე იაროსლავის ძე

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი (1842 წლამდე იოანე ოქროპირი)
4Thumbკარიბჭის ეკლესიაივან სტაროვი1784—1786ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“
დახურვა

ხარების ეკლესიაზე მიბმული დარბაზები აგებულია 1819-1822 წლებში ვასილი პეტროვის პროექტის მიხედვით.

თევდორეს კოსრპუსის მხარეს 1889-1891 წლებში გრიგორ კარპოვის პროექტის მიხედვით ააგეს მიტროპოლიტ ისიდორე ნიკოლსკის განსასვენებელი, რომელიც აკურთხეს ღირსი ისიდორე პელუსიოტელის სახელზე.

მეტი ინფორმაცია #, ფოტო ...
# ფოტო სახელწოდება არქიტექტორი აგების თარიღი ეძღვნება
5Thumbლაზარეს სასაფლაოლევ ტიბლენი (გადაკეთება)1717—1723

1787—1790

1835—1836
ლაზარეს აღდგინება
6Thumbტიხვინის სასაფლაონიკოლაი გრებიონკა1869—1873

1931 (ფასადის დეფორმაცია)
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი
7Thumbნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიაგრიგორი კარპოვი1868—1871ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი
დახურვა

მიუხედავად რამდენიმე გვიანდელი მიშენებისა, არქიტექტურულ სტილში გრძელდება ბაროკოს დომინირება:

მეტი ინფორმაცია #, ფოტო ...
# ფოტო სახელწოდება არქიტექტორი აგების თარიღი სტილი
1Thumbმიტროპოლიტის კორპუსიმიხეილ რასტორგუევი

ალექსი გორნოსტაევი (გადაკეთება)
1756—1764

1819

1861—1863
ბაროკო, ეკლექტიკა
2Thumbჩრდილოეთის კორპუსი, კოშკითმიხეილ რასტორგუევი1761—1771გვიანი ბაროკო
3Thumbსამხრეთის კორპუსი ბიბლიოთეკის კოშკითმიხეილ რასტორგუევი1756—1761გვიანი ბაროკო
4Thumbკონსისტორია და სასაფლაოს კანტორალევ ანდრეევი1900ეკლექტიკა
დახურვა

ლიტერატურა

  • Александро-Невская лавра // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Рункевич С. Г. Александро-Невская лавра, 1713—1913: Историческое исследование. — СПб., 1913.
  • Белякова Е. В. Александро-Невская Лавра в честь Святой Троицы // Православная энциклопедия. — М. : Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2000. — Т. I. — С. 613—617. — 752 с. — 40 000 экз. — ISBN 5-89572-006-4.
  • Соколов А. В. Государство и Православная церковь в России, февраль 1917 — январь 1918 гг. Дисс. … доктора исторических наук. — СПб., 2014.
  • Сойкин П. П. Александро-Невская Свято-Троицкая лавра // Православные русские обители: Полное иллюстрированное описание православных русских монастырей в Российской Империи и на Афоне. — СПб.: Воскресение, 1994. — С. 179-182. — 712 с. — 20 000 экз. — ISBN 5-88335-001-1.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.