From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრა მიხეილის ასული კოლონტაი (ქალიშვილობის გვარი დომონტოვიჩი; დ. 19 მარტი, 1872, პეტერბურგი — გ. 9 მარტი, 1952, მოსკოვი) — საერთაშორისო და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, საბჭოთა დიპლომატი.
1901 წელს ჟენევაში გაიცნო გიორგი პლეხანოვი, ხოლო 1905 წელს პეტერბურგში გაიცნო ვლადიმერ ლენინი. 1905 წელს მისი დახმარებით შეიქმნა „მუშა ქალთა ურთიერთდახმარების საზოგადოება“. 1906 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1908 წლიდან ემიგრაციაში იყო. 1915 წლიდან იყო ბოლშევიკი. რუსეთში დაბრუნდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ. იყო პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის წევრი. იგი მსოფლიოში პირველი ელჩი ქალია. 1923 წლიდან იგი საბჭოთა სრულუფლებიანი დიპლომატიური წარმომადგენელი იყო ნორვეგიაში, 1926 წელს - მექსიკაში, 1927–1930 წლებში ისევ ნორვეგიაშია, 1930–1945 წლებში წარგზავნილი, შემდეგ ელჩი შვედეთში. 1945 წლიდან სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. კოლონტაის აქვს წიგნები და სტატიები უმთავრესად ქალთა რევოლუციური მოძრაობის საკითხებზე, დაჯლდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, მექსიკისა და ნორვეგიის ორდენით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.