From Wikipedia, the free encyclopedia
აკაკი (კაკო) ლუკას ძე კვანტალიანი (დ. 27 დეკემბერი [ძვ. სტ. 14 დეკემბერი], 1907, სამტრედია — გ. 27 ივლისი, 1967, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).
ბავშვობა „არათეატრალურ“ გარემოში გაატარა, თვითონ კი გატაცებული იყო იმიტაციით, იუმორისტული სცენების ჩვენებით და წარმოდგენის გამართვით. მშობლიურ ქალაქში ავიდა დრამწერის სცენაზე.
1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კორნელი (კარლო კალაძის „როგორ?“) ტიტიკო (გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ხახული (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლეპორელო (ალექსანდრე პუშკინის „ქვის სტუმარი“), ნიკიფორე (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), სამსონ ნებიერიძე (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), ქერუბინო (პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ალფრედ დულიტლი (ჯორჯ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“), ზემლიანიკა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლოპიანე (პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“) და სხვა. გადაიღეს ფილმებში:„უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „ქალი ხიდობნიდან“, „აბეზარა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.