მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალ From Wikipedia, the free encyclopedia
აილამა[1], აჰლამა (რუს. Айлама) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, მდინარე ზესხოს მარჯვენა შენაკადის — ყორულდაშის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4547 მ. აგებულია იურული ფიქლებით. აილამის ქვედა ფერდობებზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზედა ფერდობებზე — სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. აილამის სამხრეთი ფერდობის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1937 წელს.[3]
აილამა | |
---|---|
მწვერვალი აილამა | |
კოორდინატები: 42°57′26″ ჩ. გ. 43°10′46″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4547 მ |
ქედი | ცენტრალური კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
პირველი ასვლა | 1937 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.