მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
აბანოს მყინვარი[1], აბანო[2] — მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, დევდარაკის მყინვარის სამხრეთით. მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 4,2 კმ, ფართობი 1,6 კმ², უდიდესი სიგანე 610 მ. ასაზრდოებს მდინარე თერგის მარცხენა შენაკადს — ჩხერს. 1909–1910 წლებში ერთ-ერთი მთის ჩამოქცევის შედეგად მყინვარის ზედაპირზე წარმოიქმნა ოთხი კატასტროფული გლაციალური ღვარცოფი, რომელიც გაუყვა მდინარე ჩხერს და დაანგრია ჩხერის ხიდი, ხოლო საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ზიანი მიაყენა.[3]
კოორდინატები: 42°41′40″ ჩ. გ. 44°32′29″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | მყინვარწვერის მასივი |
ფართობი | 1,6 კმ² |
სიგრძე | 4,2 კმ |
სიგანე | 0,61 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.