![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/2/28/Coldplay_X%2526Y.svg/langka-640px-Coldplay_X%2526Y.svg.png&w=640&q=50)
X&Y
From Wikipedia, the free encyclopedia
X&Y — ინგლისური როკ ჯგუფ Coldplay-ს მესამე ალბომი. გამოშვების თარიღებია: ინგლისი - 6 ივნისი, 2005 და ჩრდილოეთი ამერიკა - 7 ივნისი. ამ ალბომს წინ სდევდა წარმატებული სინგლი Speed of Sound, რომელმაც პიკის დროს #2 ადგილი დაიკავა გაერთიანებულ სამეფოში და #8 აშშ-ში. ალბომი დებიუტირების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა, პირველი კვირის 464 471 რეალიზებული კოპიით, რამაც Coldplay პირველი კვირის რეკორდული გაყიდვების შედეგის მქონე რიგით მეორე გახადა ისტორიაში. Coldplayსთვის ეს ალბომი პირველი გახდა, რომელიც ამერიკის ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა, 737 000 ცალი ალბომის გაყიდვით პირველ კვირას. მსოფლიო მასშტაბით კი, X&Y საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი გახდა 2005-ში, იმ წელს 8.3 მილიონი ასლის რელიზაციით.
X&Y | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — Coldplay | ||||
გამოცემის თარიღი | 6 ივნისი, 2005 | |||
ჩაიწერა | 27 იანვარი 2004 – იანვარი 2005 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 62:30 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი |
| |||
Coldplay — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
![]() | ||||
სინგლები ალბომიდან X&Y | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | (72/100) |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
რობერტ კრისტგოუ | (B)[3] |
Entertainment Weekly | (B)[4] |
The Guardian | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
NME | (9/10)[5] |
Pitchfork Media | (4.9/10) |
PopMatters | (7/10) |
Q | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Spin | (B+)[7] |
X&Y-ს ევროპული ელექტრონული მუსიკის პიონერების Kraftwerk-ს და 1970-იანი წლების ელექტრონიკის: დევიდ ბოუის და ბრაიან ინოს დიდი გავლენა ეტყობა. Coldplay-მ Kraftwerk-ისგან ნებართვა აიღო, რათა მათი სიმღერის Computer Love ძირითადი მელოდია და აკორდები თავიანთ მომავალ ჰიტში Talk გამოეყენებინა. ასევე, ბრაიან ინო სიმღერის Low ფონში სინთეზატორზე უკრავდა. ალბომის ფინალური სიმღერა, Til Kingdom Come, ჯგუფმა ჯონი კეშს დაუწერა ჩასაწერად, მაგრამ იგი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ამ სიმღერის ჩაწერას მოასწრებდა.
ეს ალბომი ზოგიერთ რეგიონში კოპირებისგან დამცავი სისტემით გამოვიდა, რათა არალეგალური კოპირება შეემცირებინა.