![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bf/Weezer_2005.jpg/640px-Weezer_2005.jpg&w=640&q=50)
Weezer
From Wikipedia, the free encyclopedia
Weezer — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან (კალიფორნია), ჩამოყალიბებული 1992 წელს. მასში შედიან: რივერს კუომო (წამყვანი ვოკალი, გიტარა), პატრიკ უილსონი (დასარტყმელი საკრავები, გიტარა, ბეკ-ვოკალი), ბრაიან ბელი (გიტარა, ბეკ-ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები) და სკოტ ჯ. შრაინერი (ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები). ჯგუფის შემადგენლობა 1992 წელს ჩამოყალიბებიდან ოთხჯერ შეიცვალა.[1] კოლექტივს გამოცემული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, ექვსი EP და ერთი DVD.[2][3]
Weezer | |
---|---|
![]() მარცხნიდან მარჯვნივ: ბრაიან ბელი, რივერს კუომო, პატრიკ უილსონი და სკოტ ჯ. შრაინერი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, პაუერ-პოპი, პოპ-პანკი, ემოცია, ინდი-როკი |
აქტიური | 1992–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
DGC, Geffen, Interscope (1993-2010) W Records, Epitaph (2010-დღემდე) |
წევრები |
რივერს კუომო პატრიკ უილსონი ბრაიან ბელი სკოტ ჯ. შრაინერი |
ყოფილი წევრები |
მეტ შარპი ჯეისონ კროპერი მაიკი უელში |
საიტი | weezer.com |
Weezer ვიკისაწყობში |
Weezer ყველაზე მეტად ცნობილია წარმატებული სინგლებით „Buddy Holly“, „Undone – The Sweater Song“, „Say It Ain't So“, „Perfect Situation“, „Island in the Sun“, „Beverly Hills“ და „Pork and Beans“. ჯგუფის მერვე ალბომი Hurley გამოვიდა ლეიბლ Epitaph Records-ზე 2010 წლის 14 სექტემბერს.