Trespass (ალბომი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Trespass (ქართ. გადალახვა) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც ჩაიწერა და გამოიცა 1970 წელს. ეს არის ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი გიტარისტ ენტონი ფილიპსის და დრამერ ჯონ მეიჰიუს მონაწილეობით. Trespass-ში გამოირჩევა ხალხური მუსიკით გაჯერებული პროგრესული როკი, რითაც ეს ალბომი წინამორბედისგან განსხვავდება. ჯგუფმა ამ ალბომით წარმატებულად გააცნო თავი ამერიკას, სადაც From Genesis to Revelation არ გამოცემულა.
Trespass | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 ოქტომბერი, 1970 | |||
ჩაიწერა | ივნისი-ივლისი 1970 | |||
ჟანრი |
| |||
ხანგრძლივობა | 42:56 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Impulse!, ABC, MCA, Geffen (აშშ) Phillips (არგენტინა) | |||
პროდიუსერი | ჯონ ენტონი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Trespass | ||||
|
Trespass იყო ჯენესისის ერთ-ერთი პირველი ალბომი, რომელიც ლონდონის Trident Studios-ში ჩაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში კომერციული წარმატება არ ჰქონია, 1984 წელს მოხვდა ჩარტის #98 პოზიციაზე. განსხვავებული ისტორია მას ჰქონდა ბელგიურ ჩარტში, სადაც #1 პოზიციამდე მიაღწია. ამას მოჰყვა ჯგუფის პირველი ბელგიური კონცერტებიც, 1971 წლის მარტში. კომპოზიციები, წარმოდგენილი მეორე ალბომზე, გამოირჩევა ხანგრძლივობით, ხოლო საერთო ჟღერადობა არის მშვიდი, პასტორალური.