There's No Disgrace Like Home
From Wikipedia, the free encyclopedia
„There's No Disgrace Like Home“ — სერიალ „სიმფსონების“ პირველი სეზონის მეოთხე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 1990 წლის 28 იანვარს გავიდა.
სწრაფი ფაქტები სიმფსონების ეპიზოდი, ეპიზოდი # ...
There's No Disgrace Like Home | ||||
---|---|---|---|---|
სიმფსონების ეპიზოდი | ||||
კადრი სერიიდან, ლიზა და ბარტ სიმფსონების გამოსახულებით | ||||
ეპიზოდი # | 4 | |||
ეპიზოდის კოდი | 7G04 | |||
ეთერში გას. თარიღი | 28 იანვარი, 1990 | |||
პროდიუსერ(ებ)ი | ჯეიმზ ლ. ბრუკსი მეტ გრენინგი სემ საიმონი | |||
სცენარისტ(ებ)ი | ელ ჯინი, მარკ რაისი | |||
რეჟისორ(ებ)ი | უესლი ერჩერი | |||
ფრაზა დაფაზე | "I will not burp in class." (მე არ დავაბოყინებ საკლასო ოთახში) | |||
დივანის ხუმრობა | ოჯახი სწრაფად ჯდება დივანზე, ჰომერი კი ვერ ეტევა და გადავარდება | |||
DVD კომენტარი |
მეტ გრენინგი ელ ჯინი მარკ რაისი | |||
| ||||
|
დახურვა
ამ ეპიზოდში ჰომერ სიმფსონი გრძნობს სირცხვილის გრძნობას საკუთარი ოჯახის გამო, მას შემდეგ რაც ისინი წარუმატებელ პიკნიკს გამართავენ. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდება მათზე თერაპევტის ზრუნვა. ეპიზოდში მინიშნებაა რამდენიმე ცნობილ ფილმზე, როგორიც არის „მოქალაქე კეინი“ და „მახინჯები“, ასევე „ბეტმენი“.
კრიტიკოსების აზრით, პერსონაჟები სერიალის პირველ ეპიზოდებში ხასიათებით საკმაოდ განსხვავდებიან უფრო გვიანდელი სერიებისგან. ბრიტანეთში კომპანიამ BBC სერიალის ჩვენება ამ ეპიზოდით დაიწყო.