The Voice (აშშ)
From Wikipedia, the free encyclopedia
The Voice — ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომელიც NBC-ზე გადის. ის ეფუძნება ჰოლანდიის The Voice-ს, რომელის მიზანია იპოვოს ახალი ნიჭიერი (სოლო ან დუეტი) შემსრულებლები 15 წლიდან ზევით[2] ქასთინგის საშუალებით. გამარჯვებული ვლინდება ტელემაყურებლის ხმის მიცემით ტელეფონის, ინტერნეტის, SMS ტექსტის და iTunes Store-ის მეშვეობით. გამარჯვებული იღებს 100,000 აშშ დოლარს და შოუში გამრჯვებისთვის Universal Music Group-ში უწერენ ალბომს. ამერიკის The Voice-ს ამდროისთვის 19 გამარჯვებული ჰყავს: ხავიერ კოლონი, ჯერმეინ პოლი, კასადე პოპი, დანიელა ბრედბერი, ტესეან ჩინი, ჯოშ კაუფმენი, კრეიგ უეინ ბოიდი, სოიერ ფრედერიკსი, ჯორდან სმიტი, ალისენ პორტერი, სანდენს ჰედი, ქრის ბლუ, ქლოია კოჰანსკი, ბრაინ კარტელი, ჩეველ შეპარდი, მაელაინ ჯარმონი, ჯეიკ ჰუტი, ტოდ ტლაიგმენი და კარტერ რუბინი.
The Voice | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | რეალითი შოუ |
ავტორი | ჯონ დე მოლი |
რეჟისორი | ალან კარტერი [1] |
წამყვანი |
კერსონ დეილი ალისონ ჰეისლიპი (2011) კრისტინა მილიანი (2012–13) |
ჟიური |
კრისტინა აგილერა (2011-13, 2015-16) ადამ ლევინი (2011-2019) ბლეიკ შელტონი სი ლოუ გრინი (2011–13) შაკირა (2013-14) აშერი (2013-14) გვენ სტეფანი (2014-15,2017,2019-) ფარელ უილიამსი (2014-16) მაილი საირუსი (2016-17) ალიშა კისი (2016-18) ჯენიფერ ჰადსონი (2017-18) კელი კლარკსონი (2018-) ჯონ ლეჯენდი (2019-) ნიკ ჯონასი (2020) |
კომპოზიტორ(ებ)ი | მარტინ შიმერი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 19 |
ეპიზოდი | 466 |
ორიგინალური არხი | NBC |
ეთერში | 26 აპრილი, 2011 — დღემდე |
რესურსები ინტერნეტში |
The Voice გამოვიდა 2011 წლის 26 აპრილს. შოუ გახდა NBC-ის ჰიტი, რომელიც მოგვიანებით გაუმჯობესდა, როდესაც 2012 წლის 10 სექტემბერს მესამე სეზონი გამოვიდა. შოუს აქვს მწვრთნელების პანელი, რომელიც აფასებს მომღერლის გამოსვლას. ყველა მწვრთნელი ხელმძღვანელობს თავის გუნდს, რომელშიც მისივე არჩეული მომღერლები შედიან. ისინი ცდილობენ გახდნენ გამარჯვებული მომღერლის მწვრთნელი. პანელის ორიგინალურ მწვრთნელებში შედიოდნენ კრისტინა აგილერა, სი ლოუ გრინი, ადამ ლევინი და ბლეიკ შელტონი. ამჟამინდელ მწვრთნელებში შედიან შელტონი, ნიკ ჯონასი , კელი კლარკსონი და ჯონ ლეჯენდი. სხვა მწვრთნელები წინა სეზონებიდან იყვნენ შაკირა, აშერი, ფარელ უილიამსი, გვენ სტეფანი, მაილი საირუსი, ალიშა კისი და ჯენიფერ ჰადსონი. მეთხუტმეტე სეზონში კელსეა ბალერინი გახდა "დაბრუნების რაუნდისთვის" მეხუთე მწვრთნელი. მეთექვსმეტე სეზონში ბალერინი ბებე რექსჰამ ჩაანაცვლა.