![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/Jennifer-hudson-gesf-2018-8400.jpg/640px-Jennifer-hudson-gesf-2018-8400.jpg&w=640&q=50)
ჯენიფერ ჰადსონი
ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯენიფერ კეიტ ჰადსონი (ინგლ. Jennifer Kate Hudson; დ.12 სექტემბერი, 1981), აგრეთვე ცნობილია ზედმეტსახელით J.Hud — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად. ხშირად მოიხსენიებენ „სოულის პრინცესად“.
ჯენიფერ ჰადსონი | |
---|---|
![]() ჰადსონი 2018 წელს | |
მშობლიური სახელი | Jennifer Kate Hudson |
დაბადების სახელი | ჯენიფერ კეიტ ჰადსონი |
დაბადების თარიღი |
12 სექტემბერი, 1981 (1981-09-12) (42 წლის) ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ლანგსტონის უნივერსიტეტი |
აქტიური | 2004–დღემდე |
შვილ(ებ)ი | 1 |
მუსიკალური კარიერა | |
ინსტრუმენტები | ვოკალი |
აქტიურობის წლები | 2006–დღემდე |
ჟანრი | |
ლეიბლები | |
ასოციაციები | Ne-Yo |
საიტი | jenniferhudson.com |
ჯენიფერ კეიტ ჰადსონი დაიბადა 1981 წლის 12 სექტემბერს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში,[1][2] დერნელ დონერსონისა[3] და სემიუელ სიმპსონის ოჯახში.[4] დაამთავრა დანბარის კოლეჯი 1999 წელს.[5]
ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მუსიკალურ ტელეშოუ „American Idol“-ში მონაწილეობით 2004 წელს. მისი დებიუტი კინოში შედგა 2006 წლის ფილმში „ოცნების გოგონები“, რისთვისაც მიიღო ოსკარის,[6] ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „სექსი დიდ ქალაქში“ (2008), „ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება“ (2008), „ვინი მანდელა“ (2011), „გარდაუვალი დამარცხება მისტერის და პიტის“ (2013), „ჩირაკი“ (2015), „სენდი უექსლერი“ (2017), „კატები“ (2019) და ა.შ.
2006 წლის ნოემბერში ჰადსონმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ ლეიბლთან Arista Records. 2008 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Jennifer Hudson, რისთვისაც მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომისთვის. ალბომის გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონი ასლი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ოქროს სტატუსი მიენიჭა, აგრეთვე ოქროს სტატუსი მიენიჭა მის მომდევნო ორ ალბომს — I Remember Me (2011) და JHUD (2014). 2017 წელს მან მიიღო გრემის კიდევ ერთი ჯილდო.
2008 წლის 24 ოქტომბერს ჰადსონების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 31 წლის უილიამ ბალფურმა, ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა კეიტ ჰადსონის დედა, ძმა და ძმის შვილი,[7][8] რის გამოც ჰადსონმა გარკვეული პერიოდით შეწყვიტა ფართომასშტაბიან ღონისძიებებში მონაწილეობა.
2013 წელს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა ჰადსონი სახელობის ვარსკვლავი.[9] მისი დებიუტი ბროდვეიზე შედგა 2015 წელს სპექტაკლში „იისფერი“. 2017-2018 წლებში იყო ბრიტანული და ამერიკული The Voice“-ის ჟიურის წევრი.[10]