ფარელ უილიამსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარელ უილიამსი აგრეთვე ცნობილი, როგორც უბრალოდ ფარელი (დ. 5 აპრილი, 1973) — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკოსი და მოდის დიზაინერი. ჩედ ჰუგოსთან ერთად შეადგენს დუეტს The Neptunes, რომელიც ასრულებს სოულის, რიტმ-ენდ-ბლუზის და ჰიპ ჰოპის ჟანრის სიმღერებს. სადებიუტო სინგლი „Frontin'“ ფარელმა 2003 წელს გამოსცა, რასაც მოჰყვა 2006 წლის სადებიუტო ალბომი In My Mind.[2] მეორე ალბომი, Girl 2014 წლის 3 მარტს გამოვიდა.[3][4]
ფარელ უილიამსი | |
---|---|
ფარელ უილიამსის გამოსვლა N.E.R.D-თან Pori Jazz-ზე, 2010 წელს | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ფარელი |
დაბ. თარიღი | 5 აპრილი, 1973 (1973-04-05) (51 წლის) |
დაბ. ადგილი | ვირჯინია-ბიჩი, ვირჯინია, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ფანკი |
საქმიანობა | პროდიუსერი, მუსიკოსი, მომღერალი-სიმღერების ავტორი, რეპერი, მოდის დიზაინერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, გიტარა, დასარტყმელი საკრავები |
აქტიური | 1992–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Star Trak, Interscope, i am OTHER, Columbia |
საიტი | |
ფარელ უილიამსი ვიკისაწყობში |
The Neptunes-ში უილიამსი არის სხვადასხვა შემსრულებლის მრავალი ჰიტ-სინგლის პროდიუსერი.[5] არის შვიდი გრემის მფლობელი, აქედან ორის - The Neptunes-თან ერთად. ამჟამად ფლობს მედია ბიზნესს, რომელიც მოიცავს მუსიკას, მოდას და ხელოვანთა კოლექტივს i am OTHER, რომელსაც ექვემდებარება ფარელის ჩაცმულობის ბიზნესები, როგორიც არის Billionaire Boys Club და Ice Cream, აგრეთვე Billionaire Girls Club, ტექსტილის კომპანია Bionic Yarn და YouTube-ის არხი, გაშვებული 2012 წელს.