ქვეითი რეჯიმენთი ბრიტანულ არმიაში From Wikipedia, the free encyclopedia
The Rifles (თოფოსნები) – ბრიტანეთის არმიის ქვეითი რეჯიმენთი. ჩამოყალიბდა 2007 წლის პირველ თებერვალს. იგი შედგება ხუთი რეგულარული, სამი საკუთარი სარეზერვო (მესამე 2017 წელს დაემატა) ბატალიონისგან და დამატებით საარმიზო რეზერვის რამდენი ასეულისგან. Rifles-ის ბატალიონები თავდაპირველად ინდივიდუალურად შედიოდნენ მსუბუქი დივიზიის ერთ-ერთ რეჯიმენთში. ჩამოყალიბების შემდეგ რეჯიმენთი მონაწილეობდა ერაყის ომის გვიანდელი ეტაპის ოპერაციებსა და ავღანეთის ომში.
თოფოსნები | |
---|---|
აქტიური | 1 თებერვალი 2007 – დღემდე |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
შემადგენლობა | ბრიტანეთის არმია |
ტიპი | თოფოსანი (მსუბუქი ქვეითი) |
როლი | 1-ლი ბატალიონი–მსუბუქი ქვეითი მე-2 ბატალიონი—მსუბუქი ქვეითიი მე3 ბატალიონი— მსუბუქად შეიარაღებული მობილური ქვეითი მე-4 ბატალიონი—ქვეითების გადამზადებისთვის სპეციალიზებული ბატალიონი მე-5 ბატალიონი—მექანიზებული ქვეითი მე-6 ბატალიონი—არმიის რეზერვი მე-7 ბატალიონი—არმიის რეზერვი] მე-8 ბატალიონი -არმიის რეზერვი |
რაოდენობა | 8 ბატალიონი |
გარნიზონი | RHQ—ვინჩესტერი 1-ლი ბატალიონი—ბიჩლის ყაზარმები, გლაუსტერშირი მე-2 ბატალიონი—თიეფვალის ყაზარმები, Lლისბურნი მე3 ბატალიონი—დრეგორნის ყაზარმები, ედინბურგი მე-4 ბატალიონი—ახალი ნორმანდიის ყაზარმები, ალდერშოტის გარნიზონი მე-5 ბატალიონი—ვორდის ყაზარმები, ბალფორდის ბანაკი მე-6 ბატალიონი—ვაივერნის ყაზარმები, ექსიტერი მე-7 ბატალიონი—ბროკის ყაზარმები, რიდინგი |
დევიზი | "Celer et Audax" (ლათინურად) "Swift and Bold"(ინგლისურად) "სწრაფი და შეუპოვარი" |
ფერები | თოფოსნის მწვანე |
მარში | სწრაფი: Mechanised Infantry Keel Row/Road to the Isles ნელი: Old Salamanca |
მეთაურები | |
საპატიო მეთაური | პრინცი ფილიფე, ედინბურგის ჰერცოგი |
Ceremonial chief | გენერალ-ლეიტენანტი ნიკ კარტერი [1] |
განმასხვავებელი ნიშნები | |
საიდენტიფიკაციო სიმბოლო |
The Rifles შეიქმნა ე. წ მომავლის არმიის სტრუქტურის შესაბამისად. ოფიციალური განცხადების თანახმად მსუბუქი დივიზია (ინგლ. The Light division) პრაქტიკულად შეუცვლელი დარჩა,ხოლო მსუბუქი ქვეითი (ინგლ. The Light infantry) გაერთიანდა დანარჩენ ორ რეჯიმენტთან. სამივე რეჯიმენტმა ინდივიდუალურად მიიღო დამატებითი თითო სარეზერვო ბატალიონი ტერიტორიული არმიიდან (ინგლ. TA, Territorial Army). თუმცა, 2005 წლის 24 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხი რეჯიმენთი გაერთიანდებოდა ერთ, ხუთი ბატალიონისგან შემდგარ რეჯიმენთში. The Rifles შეიქმნა 2007 წლის პირველ თებერვალს მსუბუქი დივიზიის ოთხი მსუბუქი ქვეითი და თოფოსანთა რეჯიმენტების გაერთიანებით[2]:
თოფოსანთა რეჯიმენთი ჩამოყალიბდა როგორც საგრაფო რეჯიმენთი, რათა იმსახუროს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში[3][4]..
მე-2, მე-3 და მე-4 ბატალიონები განაწილებული იყვნენ ბასრაში (ერაყი) მაშინ, როდესაც ყველაზე რთული და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ერაყის ომის განმავლობაში, მათ შორის ბასრას სასახლის დატოვება 2007 წლის სექტემბერში[5]
1-ლი ბატალიონი ავღანეთში 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის აპრილამდე იყო და მენტორობდა ავღანეთის ნაციონალურ არმიას ჰელმანდის პროვინციაში[6]. მე-5 ბატალიონი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც დატოვა ერაყი (2009 წლის მაისი)[6]. მე-4 ბატალიონი უზრუნველყოფდა დაზღვევას ავღანეთში გამართული არჩევნებისთვის და მონაწილეობდა ოპერაცია პანტერის კლანჭში (ინგლ. Panther's Claw) 2009 წლის ზაფხულში[6]. პარალელურად, მე-2 ბატალიონი განათავსეს სანგინში, რომელსაც აქტიური დახმარება გაუწია მე-3 ბატალიონმა[6]. მე-2 და მე-5 ბატალიონები 2011 წლის ოქტომბერში 6 თვიანი მივლინდებიდან დაბრუდნენ ავღანეთიდან, სადაც ნარი სარაჯის რაიონში მსახურობდნენ[7].
რეჯიმენთი შედგება 5 რეგულარული და სამი სარეზერვო ბატალიონისაგან:
ყველა ბატალიონს ჰყავს თავისი საპატიო (სამეფო გვარის) მეთაური[19]:
1-ლი ბატალიონი | კენტის გრაფი (ყოფილი საპატიო მეთაური) |
მე-2 ბატალიონი | ესექსის ერლი |
მე-3 ბატალიონი | პრინცესა ალექსანდრა (ყოფილი საპატიო მეთაური) |
მე-4 ბატალიონი | კორნვოლის ჰერცოგინია |
მე-5 ბატალიონი | ვესექსის გრაფინია |
მე-6 ბატალიონი | გლაუსტერის ჰერცოგი |
მე-7 ბატალიონი | გლაუსტერის ჰერცოგინია |
თოფოსანი რეჯიმენთის ორკესტრი წარმოიქმნა მსუბუქი დივიზიის ორკესტრის სახელის გადარქმევით (ამჟამად ეწოდება თოფოსანთა ორკესტრი (ინგლ. Band and Bugles of The Rifles) ადრე ეწოდებოდა მსუბუქი დივიზიის ორკესტრი (Band and Bugles of The Light Division), რომელიც თავის მხრივ შედგება ოთხი დამოუკიდებელი ორკესტრისგან[20]:
დამატებით, სარეზერვო ბატალიონსებს თავისი ბენდებიც ჰყავთ:
1880 | 1881 ჩილდერსის რეფორმები | 1921 სახელთა ცვლილებები | 1957 წლის თავდაცვის თეთრი წიგნი | 1966 წლის თავდაცვის თეთრი წიგნი | 1990 ცვლილებათა ოფციები | 2003 უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცვალებად მსოფლიოში |
---|---|---|---|---|---|---|
11-ე (ჩრდილოეთ დევონი) ქვეითი რეჯიმენთი | დევონშირის რეჯიმენთი | დევონშირისა და დორსეტის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | თოფოსნები
(The rifles) | |||
39-ე (დორსეტშირი) ქვეითი რეჯიმენთი | დორსეტრშირის რეჯიმენთი | |||||
54-ე (დასავლეთ ნორფოლკი) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
მე-13 (1-ლი სომერსეტშირი) (პრინცი ალბერთის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი | პრინც ალბერტის მსუბუქი ქვეითი რეჯიმეთი (სომერსეტშირის რეჯიმენთი) | სომერსეტის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (პრინცი ალბერტის) | სომერსეტისა და კორნოვლის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | მსუბუქი ქვიეითი რეჯიმენთი | ||
32-ე(კორნვოლის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი | კორნვოლის ჰერცოგის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | |||||
46-ე (სამხრეთ დევონშირი) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
51-ე (მე-2 იორკშირი, დასავლეთ რიდინგი, მეფის საკუთარი მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი | მეფის საკუთარი მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (სამხრეთ იორკშირის რეჯიმენთი) | მეფის საკუთარი იორკშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | ||||
105-ე (მადრასის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
53-ე(შროპშირი) ქვეითი რეჯიმენთი | მეფის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (შროპშირის რეჯიმენთი) | მეფის შროპშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | ||||
85-ე(ბაკსის მოხალისეეები) (მეფის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
68-ე (დურემი) (მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი | დურემის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | |||||
106-ე(ბომბეის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
28-ე (ჩრდილოეთ გლაუსტერშირი) ქვეითი რეჯიმენთი | გლაუსტერშირის რეჯიმენთი | გლაუსტერშირის, ბერკშირისა და ვილტშირის მსუბუქი ქვეითი სამეფო რეჯიმენთი | ||||
61-ე (სამხრეთ გლაუსტერშირი) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
49ე (ჰერტფორდშირი) (ველსის პრინცესა შარლოტას) ქვეითი რეჯიმენთი | ველსის პრინცესა შარლოტას რეჯიმენთი (ბერკშირი) | ბერკშირის სამეფო რეჯიმენთი (ველსის პრინცესა შარლოტას) | ედინბურგის ჰერცოგის სამეფო რეჯიმენთი (ბერკშირი და ვილტშირი) | |||
66-ე (ბერკშირი) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
62-ე (ვილტშირის) ქვეითი რეჯიმენთი | ედინბურგის ჰერცოგის (ვილტშირის რეჯიმენთი) | ვილტშირის რეჯიმენთი (ედინბურგის ჰერცოგის) | ||||
99-ე (ედინბურგის ჰერცოგის) ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
43-ე (მონმოუთშირის) მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | ოქსფორდშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი. სახელი გადაერქვა 1908 წელს:
ოქსფორდშირისა და ბუკინგემშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი |
მწვანე ქურთუკთა 1-ლი რეჯიმენთი (43-ე და 52-ე) | სამეფო მწვანე ქურთუკები | |||
52-ე (ოქსფორდშირი) მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი | ||||||
მე-60 (მეფის სამეფო თოფოსანთა კორპუსი) ქვეითი რეჯიმენთი | მეფის სამეფო თოფოსანთა კორპუსი | მწვანე ქურთუკთა მე-2 რეჯიმენთი, მეფის საკუთარი თოფოსანი კორპუსი | ||||
თოფოსანთა ბრიგადა (პრინცის საკუთარი რეჯიმენთი) | პრინცის საკუთარი რეჯიმენთი (თოფოსანთა ბრიგადა) | მწვანე ქურთუთკა მე-3 რეჯიმენთი, თოფსანთა ბრიგადა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.