The Endless River
პინკ ფლოიდის ალბომი / From Wikipedia, the free encyclopedia
The Endless River (ქართ. უსასრულო მდინარე) — ბრიტანული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთხუთმეტე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი. იგი ჩაწერილია დეივიდ გილმორის, მარტინ გლოვერის, ენდი ჯექსონის და ფილ მანზანერას პროდიუსერობით. გამოიცა ლეიბლებზე Parlophone და Columbia Records[შენიშვნა 1], 2014 წლის 7 და 10 ნოემბერს. The Endless River 1994 წლის The Division Bell-ის შემდეგ პინკ ფლოიდის პირველი სტუდიური ალბომია. იგი აგრეთვე არის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ ჩაწერილი პირველი ალბომი და მესამე, რომელიც ჯგუფმა როჯერ უოტერსის წასვლის შემდეგ გამოუშვა.
The Endless River | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 ნოემბერი, 2014 (2014-11-10) | |||
ჩაიწერა | 1969; იანვარი-დეკემბერი 1993; 2013-2014 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 53:02 | |||
ლეიბლი | Parlophone, Columbia | |||
პროდიუსერი |
| |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Endless River | ||||
|
The Endless River აღწერილია, როგორც „გედის სიმღერა“ და ძირითადად წარმოადგენს ინსტრუმენტული, ემბიენტური მუსიკის კრებულს. იგი იწერებოდა 2013-2014 წლებში და ნაწილობრივ ეფუძნება გამოუცემელ მასალას, რომელიც ჯგუფს დარჩა The Division Bell-ის 1994 წელს ჩაწერის შემდეგ და თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც The Big Spliff. ალბომის გარეკანზე გამოყენებული ნახატი ეკუთვნის მხატვარ აჰმედ ემად ელდინს, გარეკანის დიზაინი - სტუდიას Stylorouge, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი არის ობრი პაუელი.
ოფიციალურ გამოცემამდე ერთი კვირით ადრე The Endless River-მა დაამყარა Amazon UK-ის ყველა დროის რეკორდი და იქცა ამ საიტზე ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად.[9]