Steam (პროგრამა)
ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა / From Wikipedia, the free encyclopedia
Steam — ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საავტორო უფლებების დაცვის ტექნიკური საშუალების, ქსელური თამაშებისა და სოციალური ქსელების სერვისებს. იგი შექმნილი არის ცნობილ ვიდეო თამაშების დეველოპერის Valve Corporation-ის მიერ. Steam ასრულებს აქტივაციის მოსამსახურეობის, ინტერნეტიდან გადმოწერის, ავტომატურ განახლებების და სიახლეების, როგორც თვითონ Valve-სი ასევე სხვა დეველოპერების (Valve-ს ნებართვით) ფუნქციას. იგი ხელმისაწვდომი არის 23 ენაზე.
Steam | |
---|---|
ავტორი | Valve Corporation |
გამოვიდა | 12 სექტემბერი, 2003 |
ბოლო გამოშვება | 1465948400, Steam API: v017 / 28 მარტი, 2016[1] |
საცდელი გამოშვება | 1467242272, Steam API: v017 / 29 ივნისი, 2016 |
პროგრამირების ენა | C++, Objective-C (OS X) Java (Android) |
პლატფორმა | PC, PlayStation 3, Mac OS X, Android, iOS, Linux, SteamOS, Windows Phone |
ენა | 23 ენაზე[2] |
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | ციფრული დისტრიბუცია საავტორო უფლებების დაცვის ტექნიკური საშუალება სოციალური ქსელი |
ლიცენზია | პროპრიატული |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Alexa | 194 (მარტი, 2016) (მაღაზია)[3] 199 (მარტი, 2016) (საზოგადოება)[4] |
თავდაპირველად პროგრამა ხელმისწვდომი იყო მხოლოდ Microsoft Windows-ზე, ხოლო მოგვიანებით შეიმუშავეს სხვა ოპერაციული სისტემებისთვის, მათ შორის OS X-ისა და Linux-ისთვის და ასევე მობილური ოპერაციული სისტემებისთვის: iOS, Android, Windows Phone და SteamOS.
2015 წლის მონაცემით სტიმზე განთავსებული არის 6.464 Windows-ის თამაში, 2,323 OS X-ის თამაში და 1,500 Linux-ის თამაში[5]. სერვის ჰყავს 125 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი[6]. სტიმი ითვლება ყველაზე მსხვილ ციფრული დისტრიბუციის პლატფორმად პერსონალურ კომპიუტერზე; 2013 წლის Screen Digest-ის შეფასებით, ინტერნეტის საშუალებით გაყიდული თამაშების 75 პროცენტი შესყიდული იქნა სტიმის მეშვეობით[7]. სერვისის წარმატებამ განაპირობა ვიდეო თამაშების კონსოლის Steam Machine-ისა და ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემის SteamOS-ის შემუშავება.
თავდაპირველად, სერვისის მეშვეობით ვრცელდებოდა მხოლოდ ვიდეო თამაშები, ტრეილერები და მოდიფიკაციები, თუმცა Valve-მა განაცხადა, რომ მომავლისთვის იგი გეგმავს გააფართოვოს სერვისის სპეციალიზაცია და მისი მეშვეობით გაავრცელოს მუსიკა და სრულმეტრაჟიანი ფილმები[8][9].