![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c0/Smithsonian_Building_NR.jpg/640px-Smithsonian_Building_NR.jpg&w=640&q=50)
სმითსონის ინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი (ინგლ. Smithsonian Institution) — სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი აშშ-ში, რომელიც აერთიანებს მუზეუმების კომპლექსს და კვლევით ცენტრებს, რომელსაც განაგებს აშშ-ის მთავრობა.[12] დაარსებულია აშშ-ის კონგრესის 1846 წლის 10 აგვისტოს აქტით. ოფიციალურად ითვლება სახელმწიფო დაწესებულებად. ფინანსდება აშშს მთავრობის მიერ, ასევე, კერძო შემოწირულობების, აგრეთვე საგამომცემლო და კომერციული მოღვაწეობის ანგარიშებით. (ძირითადად, განმავითარებელი სასწავლო თამაშობების, პროგრამების, ვიდეომასალების, სუვენირების და ა.შ. გამოშვება-გაყიდვით) .ინსტიტუტის დაწესებულებათა უმრავლესობა, 19 მუზეუმი და 9 კვლევითი ცენტრი მდებარეობს ვაშინგტონში.[13]
ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი | |
---|---|
![]() | |
![]() | |
დაფუძნდა | 10 აგვისტო, 1846 |
ატარებს სახელს | ჯეიმზ სმითსონი[1] |
დამფუძნებელი (-ები) | ჯეიმზ სმითსონი და Joel Roberts Poinsett |
ტიპი | სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი |
რექტორი | დევიდ ჯ. სკორტონი |
ქალაქი | ვაშინგტონი |
ქვეყანა | აშშ |
კავშირები | Digital Library Federation[2] , Association of Research Libraries[3] , მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკა[4] , IIIF Consortium[5] , International GLAM Labs Community[6] , DataCite[7] და Coalition for Networked Information[8] |
აფილაცია | Museum of the Rockies[9] , ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნული მუზეუმი[10] და Wing Luke Museum of the Asian Pacific American Experience[11] |
si.edu |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/37/Smithsonian_Hall_of_Mammals.jpg/640px-Smithsonian_Hall_of_Mammals.jpg)
სახელწოდება ინსტიტუტმა მიიღო ინგლისელი მეცნიერის ჯეიმზ სმითსონის პატივსაცემად, [14] რომელიც გარდაიცვალა უშვილოდ და მთელ თავის მემკვიდრეობას ანდერძის თანახმად, გადასცემდა აშშ-ს სასაწავლო დაწესებულების დასაარსებლად, რომელიც იზრუნებდა ცოდნის განვითარებასა და გავრცელებაზე.