From Wikipedia, the free encyclopedia
„Shallow“ — სიმღერა 2018 წლის ფილმიდან „ვარსკვლავის დაბადება“ ლედი გაგას და ბრედლი კუპერის შესრულებით. პირველი სინგლი ფილმის საუნდტრეკ ალბომიდან, იგი გამოიცა 2018 წლის 27 სექტემბერს ლეიბლზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან ლედი გაგა, ენდრიუ ვიატი, ენტონი როსომანდო და მარკ რონსონი, ხოლო პროდიუსერები არიან თავად გაგა და ბენჟამინ რაისი. სიმღერა ფილმის განმავლობაში ისმის სამჯერ, მათ შორის ფილმის გადამწყვეტ სცენაში როდესაც კუპერის პერსონაჟი ჯექსონ მაინი სიმღერის შესასრულებლად სცენაზე მიიწვევს გაგას პერსონაჟს ელის. სცენა გადაღებულია ლოს-ანჯელესში მდებარე ბერძნულ თეატრში.
„Shallow“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ლედი გაგა და ბრედლი კუპერი | ||||
ალბომიდან A Star Is Born | ||||
გამოსვლის თარიღი | 27 სექტემბერი, 2018 | |||
ჩაიწერა |
Greek Theatre (ლოს ანჯელესი, კალიფორნია) | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 3:37 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope | |||
ავტორ(ებ)ი |
| |||
პროდიუსერი |
| |||
ლედი გაგას სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
გაგას პერსონაჟისშთვის სიმღერას მნიშვვნელოვანი როლი აქვს ფილმში, რადგან მასში ნაჩვენებია ელისა და ჯექსონის ურთიერთობა. გაგას განცხადებით მან სიმღერა დაწერა ელის ხედვით. სიმღერის ჩაწერა ფილმის გადაღებისას მოხდა ცოცხლად, სწორედ ამიტომ მასში ისმის მაყურებლის ოვაცია და აპლოდისმენტები.
სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი და კომპოზიციის დრამატული ხასიათი. კომერციულად სიმღერა წარმატებული აღმოჩნდა, იგი მოექცა ათზე მეტი ქვეყნის ოფიციალური ჩარტების სათავეში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. სიმღერამ მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსის და კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოები საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. იგი ასევე წარდგენილი იყო გრემის ჯილდოზე ოთხ ნომინაციაში მათ შორის წლის სიმღერა და წლის ჩანაწერი, თუმცა გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება და საუკეთესო ვიზუალური მედიისთვის დაწერილი სიმღერა. სიმღერის სოლო ვერსია გაგამ ცოცხლად შეასრულა გრემის 61-ე დაჯილდოებაზე, ხოლო დუეტის სახით ბრედლი კუპერთან ერთად ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე.
ჯილდოები | |||
---|---|---|---|
ცერემონია | კატეგორია | შედეგი | ლიტ. |
ოსკარის 91-ე დაჯილდოება | საუკეთესო ორიგინალური სიმღერა | მოგებული | [3] |
კაპრი ჰოლივუდის საერთაშორისო კინოფესტივალი | საუკეთესო ორიგინალური სიმღერა | მოგებული | [4] |
კრიტიკოსთა არჩევანის კინო დაჯილდოება | საუკეთესო სიმღერა | მოგებული | [5] |
ჯორჯიას კინემატოგრაფიის ასოციაცია | საუკეთესო ორიგინალური სიმღერა | მოგებული | [6] |
ოქროს გლობუსი | საუკეთესო ორიგინალური სიმღერა | მოგებული | [7] |
გრემის ჯილდო | წლის ჩანაწერი | ნომინირებული | [8] |
წლის სიმღერა | ნომინირებული | ||
საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულება | მოგებული | ||
საუკეთესო ვიზუალური მედიისთვის დაწერილი სიმღერა | მოგებული | ||
მუსიკალური ხელმძღვანელების გილდიის ჯილდო | საუკეთესო სიმღერა/ჩანაწერი შექმნილი ფილმისთვის | მოგებული | [9] |
ჰოლივუდის მუსიკალური მედიის დაჯილდოება | საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – სრულმეტრაჟიანი ფილმი | მოგებული | [10] |
ჰიუსტონის კრიტიკოსთა საზოგადოება | საუკეთესო ორიგინალური სიმღერა | მოგებული | [11] |
სატელიტის ჯილდო | საუკეთესო ორიგინალური სიმღერა | მოგებული | [12] |
ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ A Star Is Born-ს ბუკლეტიდან.[13]
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[14] | 2× პლატინა | 140 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[15] | ოქრო | 15 000x |
კანადა (Music Canada)[16] | 2× პლატინა | 160 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[17] | ოქრო | 30,900[18] |
იტალია (FIMI)[19] | პლატინა | 30 000* |
ახალი ზელანდია (RMNZ)[20] | პლატინა | 15 000* |
ესპანეთი (PROMUSICAE)[21] | ოქრო | 20 000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[22] | ოქრო | 400 000^ |
აშშ (RIAA)[23] | პლატინა | 1 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რეგიონი | თარიღი | ფორმატი | ლეიბლი | ლიტ. |
---|---|---|---|---|
მსოფლიოს მასშტაბით | 27 სექტემბერი, 2018 |
|
Interscope Records | [24] |
იტალია | 5 ოქტომბერი, 2018 | თანამედროვე ჰიტ რადიო | Universal Music Group | [25] |
დიდი ბრიტანეთი | 13 ოქტომბერი, 2018 | [26] | ||
აშშ | 15 ოქტომბერი, 2018 | მოზრდილების თანამედროვე რადიო | Interscope Records | [27] |
16 ოქტომბერი, 2018 | თანამედროვე ჰიტ რადიო | [28] | ||
ავსტრალია | 18 ოქტომბერი, 2018 | Universal Music Group | [29] | |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.