From Wikipedia, the free encyclopedia
Super Nintendo Entertainment System (აბრევიატურა Super NES ან SNES, შემოკლებით Super Nintendo) — არის 16 ბიტიანი ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული Nintendo-ს მიერ. კონსოლი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გამოვიდა 1990 წელს, 1991 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1992 წელს ევროპასა და ავსტრალიაში (ოკეანია), ხოლო 1993 წელს სამხრეთ ამერიკაში. იაპონიაში ამ სისტემას ეძახიან Super Famicom ან შემოკლებით - SFC. სამხრეთ კორეაში იგი ცნობილია Super Comboy-ით, სადაც დისტრიბუცია გაუწია Hyundai Electronics-მა.
Super Nintendo Entertainment System | |
---|---|
ზემოთ:ჩრდილო ამერიკული SNES ქვემოთ: იაპონური Super Famicom | |
სხვა სახელწოდებები |
Super NES იაპ Super Famicom KOR Super Comboy |
მწარმოებელი | Nintendo |
ტიპი | ვიედეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 21 ნოემბერი, 1990 KOR 25 ნოემბერი, 1990 ჩრდ.ამ. 23 აგვისტო, 1991 UK 11 აპრილი, 1992 IRL 11 აპრილი, 1992 ევრ 6 ივნისი, 1992[1] ავს 3 ივლისი, 1992 ბრაზ სექტემბერი, 1992 |
თავდაპირველი ფასი | $199 |
შეწყდა |
იაპ 25 ნოემბერი, 2003[2] ჩრდ.ამ. 1999[3] ბრაზ 2003 KOR 1, აპრილი 2003 |
გაიყიდა |
მსოფლიოში: 49.10 მილიონი[4] ჩრდილოეთ & სამხრეთ ამერიკა:23:35 მილიონი იაპონია:17.17 მილიონი[5] სხვა: 8.58 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Ricoh 5A22 @ 3.58 MHz |
ხმა | Nintendo S-SMP |
ონლაინ სერვისები |
Satellaview (მხოლოდ იაპონიაში) XBAND, Nintendo Power (მხოლოდ იაპონიაში) |
ყველაზე გაყიდვადი თამაში |
Super Mario World (მოყვებოდა) |
წინა | Nintendo Entertainment System |
შემდეგი | Nintendo 64 |
SNES არის ნინტენდოს მიერ შემუშავებული რიგით მეორე კონსოლი. მისი წინამორბედი არის Nintendo Entertainment System (NES, რომელიც გამოიშვებოდა იაპონიაში სახელწოდებით Famicom ). SNES-ში წარმოდგენილი არის გაუმჯობესებული გრაფიკული და აუდიო შესძლებლობები იმ დროში არსებულ სხვა კოსნოლებთან შედარებით. ამას გარდა, დამატებითი ჩიპების შემუშავება, რომლებიც თავსდებოდნენ თამაშის კარტრიჯებში შესაძლებლობას აძლევდა ყოფილიყო კონკურენტუნარიანი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო ბაზარზე გამოვიდოდა ახალი თაობის სათამაშო კონსოლი.
კონსოლმა მოიპოვა დიდი პოპულარობა უამრავ ქვეყანაში და იქცა 16 ბიტიან ყველაზე მეტად გაყიდვად კონსოლად, მიუხედავად Sega-ს კონკურენციისა ჩრდილოეთ ამერიკაში. SNES არ კარგავდა პოპულარობას 32 ბიტიანი კოსნოლების გამოსვლის შემდეგაც გულშემატკივრებს, კოლექციონერებსა და ენთუზიასტებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ნინტენდომ შეწყვიტა მისი მხარდაჭერა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.