Pro Evolution Soccer
From Wikipedia, the free encyclopedia
„Pro Evolution Soccer“(შემოკლებით „PES“; იაპონ. ワールドサッカーウイニングイレブン, „World Soccer: Winning Eleven“, ან უბრალოდ „'Winning Eleven“) — საფეხბურთო ვიდეო თამაშების სერია, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Konami-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს „International Superstar Soccer“-ის სერიის სპინოფს.
Pro Evolution Soccer | |
---|---|
![]() | |
ჟანრები | სპორტული თამაში |
დეველოპერ(ებ)ი | Konami |
გამომცემელი | Konami |
პლატფორმები | Android, GameCube, iOS, macOS, PlayStation, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Portable, Game Boy Advance, Nintendo DS, Nintendo 3DS, Wii, Windows, Windows Phone 7, Xbox, Xbox 360, Xbox One |
თავდაპირველი პლატფორმა | PlayStation |
პირველი გამოცემა |
„Pro Evolution Soccer“ 15 მარტი, 2001 |
ბოლო გამოცემა |
„Pro Evolution Soccer 2018“ 12 სექტემბერი, 2017 |
თამაში გამოდის ყოველ წელიწადს სექტემბერში ან ოქტომბერში ორი განსხვავებული სახელით: იაპონიასა და აზიაში (გარდა ინდონეზიისა) — „World Soccer: Winning Eleven“, ხოლო ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ინდონეზიაში — „Pro Evolution Soccer“. იაპონური ვერსია არის ლოკალიზებული ვერსია, რომელიც შეიცავს ადგილობრივ ლიგებს. თამაშში არის მასტერ ლიგის (ინგლ. „Master League„) რეჟიმი, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს აირჩიოს გუნდა და მართოს ის. დასაწყისში ყველა გამოგონილი და რიგითი ფეხბურთელია, თუმცა შემდგომში შესაძლებელია მათი პარამეტრების შეცვლა. მიზანი არის მოთამაშეების გამოყენება და ქულების მიღება მატჩების, თასებისა და ლიგების მოგების ხარჯზე. მიღებული ქულებით შესაძლებელია მოთამაშის ყიდვა, ასევე მოთამაშის გაყიდვა. საბოლოოდ ჯამში, უნდა შეიქმნას კვალიფიცირებული მოთამაშეებისგან შედმგარი საფეხბურთო კლუბი.
კრიშტიანუ რონალდუ იყო ფრენჩაიზის სახე, რომელიც გამოჩნდა “2008“, „2012“ და „2013“-ის გარეკანზე. შემდეგ ის ჩაანაცვლა მარიო გეცემ „2015“-ში, ხოლო „2016“-ის გარეკანზე გამოჩნდნენ ნეიმარი და ალვარო მორატა.
2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ფრენჩაიზი ლოკალიზებული იქნა 19 ენაზე და ხელმისაწვდომი შეიქმნა 62 ქვეყანაში. 2012 წლის დეკემბრის მონაცემით მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა სერიის 81.65 მილიონი ეგზემპლარი, რითაც იქცა ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ფრენჩაიზად.[1][2]