The Beatles-ის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Please Please Me — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. ლეიბლმა Parlophone დაჩქარებულ რეჟიმში ალბომი ბრიტანეთში 1963 წლის 22 მარტს გამოსცა, რათა სინგლები „Please Please Me“ (სიების უმეტესობაში #1, მაგრამ Record Retailer-ის სიაში #2)[5] და „Love Me Do“ (#17) წარმატების გაკაპიტალიზება მოეხდინა.
Please Please Me | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 22 მარტი, 1963 | |||
ჩაიწერა | 11 სექტემბერი, 1962[1] – 20 თებერვალი, 1963 | |||
სტუდია | EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი |
| |||
ხანგრძლივობა | 32:59 | |||
ლეიბლი | Parlophone | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Please Please Me | ||||
|
ალბომის 14 სიმღერიდან 8 ჩანაწერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი (თავდაპირველად მათ უთითებდნენ, როგორც „მაკ-კარტნი/ლენონი“). ეს, როგორც Rolling Stone მოგვიანებით წერდა, იყო „მათ მიერ გამოგონილი დამოუკიდებელი როკ-ჯგუფის ადრეული ვერსია, რომელიც საკუთარ ჰიტებს წერდა საკუთარ ინსტრუმენტებზე უკრავდა“.[6] 2012 წელს Rolling Stone-მა Please Please Me ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში 39-ე ადგილზე დაასახელა.[7]
ბრიტანული 12" ფირფიტებისთვის 1963 წელს სტანდარტს წარმოადგენდა შვიდი სიმღერა თითო მხარეს (ამერიკულ გამოცემებში წარმოდგენილი იყო ხუთი-ექვსი), ამიტომ პროდიუსერ ჯორჯ მარტინს სჭირდებოდა ათი სიმღერის დამატება. "პასუხად კითხვაზე, ჰქონდათ თუ რა არა რამე, რომ სწრაფად ჩაგვეწერა, ეს სიმღერები ჩაწერეს", ამბობს მარტინი. თავდაპირველად იგი აპირებდა ალბომის ცოცხლად ჩაწერას, კლუბში Cavern[8][9] და ლივერპულში 1962 წლის 9 დეკემბერს ჩავიდა, რათა ტექნიკური დეტალებისთვის გადაეხედა [10][11][12] (უკანასკნელი პერიოდის კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ეს 12 დეკემბერი იყო)[13] მაგრამ ჯგუფი დროში იყო შეზღუდული, ამიტომ მარტინმა The Beatles EMI-ს სტუდიებში მიიყვანა და იქ დაკვრა სთხოვა. მარტინი: "სასცენო რეპერტუარი პირდაპირ დაუკრეს, ეს უფრო ტრანსლირებას ჰგავდა, ასე თუ ისე".[14]
თავდაპირველად სტუდიაში დაინიშნა მხოლოდ დილის და დღის სესიები, ხოლო საღამოს სესია მოგვიანებით დაემატა.[15] ასე რომ, ორშაბათის, 1963 წლის 11 თებერვლის დილით, 10 საათზე, მათ დაიწყეს ყოველი სიმღერის დახვეწა და ჩაწერა (ყოველი ჩანაწერის დუბლების რაოდენობა მერყევი იყო) და დაასრულეს 10:45-ზე - გავიდა 13 საათზე ნაკლები. ჩანაწერში დაფიქსირდა კლუბური ატმოსფეროს ბუნებრივი განწყობა. უკანასკნელი სიმღერა "Twist and Shout" იყო, ვინაიდან ჯონ ლენონი იმ დღეს გაციებული იყო, მარტინი კი თვლიდა, რომ ეს ყელზე გავლენას იქონიებდა და ლენონის ვოკალს ცუდი ჟღერადობა ექნებოდა. სიმღერა პირველივე დუბლით ჩაწერეს და მარტინი ამბობდა: "არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას. მთელი დღეა, რაც ვიწერთ, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო კარგები ხდებიან".[15] მარკ ლუისონი: "მუსიკის ისტორიაში ამაზე უფრო მეტად პროდუქტიული 585 წუთი თითქმის არ ყოფილა".[16] სესიების დროს პოლ მაკ-კარტნიმ "A Taste of Honey"-ს ვოკალი დაამატა, ხოლო ლენონმა "There's A Place"-ს - ჰარმონიკა. მარტინმა 20 თებერვალს, როდესაც ჯგუფი სტუდიაში არ იმყოფებოდა, დაუკრა ფორტეპიანოზე "Misery"-ში და ჩელესტაზე and "Baby It's You"-ში.[17]
ამ სესიების დროს ჩაიწერა "Hold Me Tight", თუმცა იგი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ალბომში არ შეიტანეს.[15] "Hold Me Tight" 12 სექტემბერს, With the Beatles-ისთვის დაასრულეს.[18]
სესიის ერთი დღის ღირებულებამ 400 გირვანქა შეადგინა [19] მარტინი: "Parlophone-ს ბევრი ფული არ ჰქონია. ჩემი ხელფასი ყოველწლიურად 55.000-ს შეადგენდა."[12] ეს ბიუჯეტი მოიცავდა მარტინის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა შემსრულებელს. გარდა ამისა, მუსიკოსების გაერთიანებასთან კონტრაქტის თანახმად, The Beatles-ის ყოველი წევრი ყოველი სამსაათიანი სესიისთვის იღებდა 7.50 გირვანქას. [20]
მარტინს თავდაპირველად სურდა, ალბომის სახელწოდება ყოფილიყო Off the Beatle Track.[21] ალბომი ჩაიწერა ორფირიან ჩამწერზე, დელტა მონო რეჟიმში. ერთ ფირზე იწერებოდა ინსტრუმენტული ნაწილი, მეორეზე - ვოკალი, რაც ორს შორის საბოლოო მონო მიქსის დროს გაწონასწორების საშუალებას იძლეოდა.[17] იმავე პერიოდში მომზადდა სტერეო მიქსი, რომელშიც ერთი ფირი მარცხნივ არხში ისმოდა, ხოლო მეორე - მარჯვენაში. ამას დაემატა არეკლვის ეფექტი, რითაც ორი ფირი ერთმანეთს ერწყმოდა. იმ პერიოდში ეს სტერეო ალბომების ხმის მიქსის მომზადების ტრადიციული სქემა იყო.
Please Please Me თავდაპირველად გამოვიდა მონო გრამფირფიტის სახით, ლეიბლზე Parlophone, ბრიტანეთში, 1963 წლის 22 მარტს და ბრიტანულ კატალოგში 1963 წლიდან რჩებოდა. სტერეო ვერსია გამოვიდა 26 აპრილს, მონო ვერსიის გამოჩენიდან ერთი თვის შემდეგ.
აშშ-ში Please Please Me-ს სიმღერების ძირითადი ნაწილი Vee-Jay Records-ის მიერ გამოიცა Introducing... The Beatles-ის (1964) სახით, მოგვიანებით კი - Capitol Records-ის მიერ, როგორც The Early Beatles (1965). Please Please Me აშშ-ში არ გამოცემულ The Beatles-ის კატალოგის CD-ზე სტანდარტიზაციამდე.
კანადაში სიმღერების დიდი ნაწილი გამოვიდა მხოლოდ კანადურ სპეციალურ ალბომზე Twist and Shout. მასში "From Me to You" და "She Loves You" ენაცვლება სიმღერებს "I Saw Her Standing There" და "Misery".[29]
ახალ ზელანდიაში ალბომი პირველად გამოვიდა Parlophone-ის შავი სტიკერით, მხოლოდ მონო ვერსიის სახით. შემდეგ (1964) წელს EMI-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ Parlophone-ის სტიკერების ფერი ჩაანაცვლა ლურჯით და ალბომი კვლავ გამოვიდა მხოლოდ მონოს სახით. მუდმივი მოთხოვნის გამო იგი საბოლოოდ გამოუშვეს სტერეო ფირფიტებზე, თავდაპირველად - World Record Club-ის მიერ, ლეიბლზე Young World, როგორც სტერეო, ასევე მონო ვერსიების სახით. საბოლოოდ იგი Parlophone-ის ლურჯი სტიკერითაც გამოვიდა.
1987 წლის 26 თებერვალს ალბომზე CD-ზე, მონო ვერსიის სახით გამოიცა, ისევე, როგორც შემდგომი ჩანაწერები, With the Beatles, A Hard Day's Night და Beatles for Sale. გრამფირფიტაზე თუ აუდიოკასეტაზე იგი აშშ-ში შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში არ გამოსულა, შემდეგ კი აშშ-ში პირველად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე, 21 ივლისს.
Please Please Me-ს რემასტერი CD-ის სახით, ჯგუფის ძირითად ბრიტანულ სტუდიურ კატალოგთან ერთად, გამოვიდა 2009 წლის 9 სექტემბერს.[30] 2009 წლის რემასტერები ოფიციალურად ჩაენაცვლა 1987 წლის ვერსიებს. მონო დისკი, რემასტერის სახით, გამოიცა შეზღუდულ The Beatles in Mono-სთან ერთად.[31]
ისევე, როგორც 1960-იანებში ბრიტანეთში გამოცემული ალბომების უმეტესობას, ალბომის უკანა ნაწილს ახლავს ანოტაციები. მათი ავტორია ტონი ბაროუ, ჯგუფის პრეს-მდივანი. სტატიაში ზოგადად ნახსენებია The Beatles-ის 1960-იანების კონკურენტი, ჯგუფი The Shadows.
ჯორჰ მარტინი იყო ლონდონის ზოოპარკის მფლობელი ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ჯგუფის წევრები დადგებოდნენ მწერების განყოფილების წინ და ასეთი სახის ფოტოსურათი ალბომის გარეკანზე მოხვდებოდა. თუმცა, საზოგადოებამ უარი განაცხადა მარტინის შემოთავაზებაზე. ამის მაგივრად, ანგუს მაკბინი მიიწვიეს, რომელსაც სთხოვეს, ჯგუფისთვის გადაეღო გამორჩეული ფოტო. ისინი გადაიღეს EMI-ს ლონდონურ ოფისში, კიბეზე, საიდანაც ისინი ქვემოთ იხედებიან.[21] მარტინი: "დავურეკეთ ლეგენდარულ თეატრალურ ფოტოგრაფ ანგუს მაკბინს და აი, ისიც მოვიდა, გადაიღო და ასე იყო. ყველაფერი სწრაფად გაკეთდა, ისევე, როგორც მუსიკა. თუმცა, მას შემდეგ, ჯგუფის შემოქმედებითმა ძალამ იმატა." [32] 1969 წელს The Beatles-მა მაკბინს სთხოვა ამ ფოტოს მსგავსი კიდევ ერთი სურათის გადაღება - იგი დაგეგმილი იყო, როგორც ალბომის Get Back გარეკანი, თუმცა, 1963 წლის კიდევ ერთ სურათთან ერთად, გამოიყენეს 1973 წელს, კომპილაციებისთვის 1962–1966 და 1967–1970. 1963 წლის კიდევ ერთი ფოტოსურათი მოხვდა The Beatles-ის გარეკანზე (1963).
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [33] |
The A.V. Club | A[34] |
Consequence of Sound | A–[35] |
The Daily Telegraph | [36] |
Encyclopedia of Popular Music | [37] |
MusicHound | [38] |
Paste | 92/100[39] |
Pitchfork Media | 9.5/10[40] |
The Rolling Stone Album Guide | [41] |
Sputnikmusic | 4/5[4] |
Please Please Me მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში 1963 წლის მაისს და იქ 30 კვირის განმავლობაში დარჩა. მოგვიანებით მას With the Beatles ჩაენაცვლა. ალბომის წარმატება გამაოგნებელი იყო, ვინაიდან ბრიტანეთის ჩარტში ძირითადად მხოლოდ ფილმების საუნდტრეკები და მსუბუქად მოსასმენი შემსრულებლები ჭარბობდნენ.[42]
1987 წელს, როდესაც ჯგუფის კატალოგი CD-ზე გამოიცა, ჟურნალ Rolling Stone-ის ერთ-ერთი ავტორი, სტივ პონდი აღწერდა Please Please Me-ს, როგორც "The Beatles-ის მიერ მუსიკის შექმნის დაუოკებელ სიამოვნებას".[43] 2012 წელს Please Please Me Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #39 ადგილს იკავებდა.[7] სიაში აგრეთვე მოხვდა ჯგუფის ალბომები Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band, Revolver, Rubber Soul, The Beatles (The White Album) და Abbey Road, რომლებმაც უფრო მაღალი პოზიციები დაიკავეს.
Rolling Stone-მა საკუთარ სიაში ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა აგრეთვე შეიტანა "I Saw Her Standing There" (#140) და "Please Please Me" (186). სტივენ თომას ერლეუაინის (AllMusic) თქმით, "ათწლეულების შემდეგ ეს ალბომი კვლავ როგორც ახალი ჟღერს, ქავერ-ვერსიები შთამბეჭდავია, ხოლო ორიგინალური სიმღერები - განსაცვიფრებელი"[44].
ყველა სიმღერის ავტორები - მაკ-კარტნი/ლენონი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „I Saw Her Standing There“ | პოლ მაკ-კარტნი | 2:54 |
2. | „Misery“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 1:49 |
3. | „Anna (Go to Him)“ (ართურ ალექსანდერი) | ჯონ ლენონი | 2:57 |
4. | „Chains“ (ჯერი გოფინი, კეროლ კინგი) | ჯორჯ ჰარისონი | 2:26 |
5. | „Boys“ (ლუთერ დიქსონი, ვეს ფარელი) | რინგო სტარი | 2:27 |
6. | „Ask Me Why“ | ლენონი | 2:26 |
7. | „Please Please Me“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 2:03 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Love Me Do“ | მაკ-კარტნი და ლენონი | 2:23 |
2. | „P.S. I Love You“ | მაკ-კარტნი | 2:04 |
3. | „Baby It's You“ (მეკ დევიდი, ლუთერ დიქსონი, ბერტ ბეკარაკი) | ლენონი | 2:40 |
4. | „Do You Want to Know a Secret“ | ჰარისონი | 1:59 |
5. | „A Taste of Honey“ (ბობი სკოტი, რიკ მარლოუ) | მაკ-კარტნი | 2:03 |
6. | „There's a Place“ | ლენონი და მაკ-კარტნი | 1:51 |
7. | „Twist and Shout“ (ფილ მედლი, ბერტ ბერნსი) | ლენონი | 2:37 |
სიმღერების სია შედგენილია კალკინის თანახმად. [45]
მარკ ლუისონის თანახმად:[46]
რეგიონი | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | ნომერი კატალოგში |
---|---|---|---|---|
ბრიტანეთი | 22 მარტი 1963 | Parlophone | მონო გრამფირფიტა | PMC 1202 |
სტერეო გრამფირფიტა | PCS 3042 | |||
აშშ | 26 თებერვალი 1987 | Capitol Records | მონო გრამფირფიტა | C1 7 46435 1 |
სტერეო გრამფირფიტა | ||||
აუდიო კასეტა | ||||
კომპაქტ დისკი | ||||
მსოფლიო გამოცემა | 9 სექტემბერი 2009 | Apple Records | რემასტერი, CD | 0946 3 82416 2 1 |
რემასტერი, მონო CD | ||||
16 ნოემბერი 2010 | iTunes | რემასტერის სტერეო ციფრული ჩამონატვირთი |
2013 წელს ალბომის გამოცემა აღინიშნა თანამედროვე შემსრულებლების მიერ - ალბომის ერთ დღეში ხელმეორედ ჩაწერით, ისევე, როგორც ეს The Beatles-მა გააკეთა. The Stereophonics-მა ჩაწერა ალბომის პირველი სიმღერა, "I Saw Her Standing There." ეს და სხვა ჩანაწერები გადაიცა BBC Radio 2-ის ეთერში. BBC-ზე აგრეთვე გამოვიდა პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.
პოზიციები ჩარტში
|
სერტიფიცირებები
BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[64] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.