ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Nintendo-ს მიერ. From Wikipedia, the free encyclopedia
Nintendo Switch[georgian 1] — Nintendo-ს რიგით მეშვიდე ძირითადი ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით NX. მის შესახებ გაცხადდა 2016 წლის ოქტომბერში[4] და 2017 წლის 3 მარტს გამოვიდა მსოფლიოს მასშტაბით.[5][6] დეველოპერები Switch-ს მიიჩნევენ ჰიბრიდულ კონსოლად; ის დაპროექტებულია, ისე რომ შეუძლია შეასრულოს როგორც სახლის კონსოლის ფუნქცია, ასევე პლანშეტური კომპიუტერის ფუნქცია LCD სენსორული ეკრანის დახმარებით. კონსოლის რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შექმნილი ხელსაწყოს, დოკ-სადგურის მეშვეობით, ხოლო პლანშეტად გამოყენებისთვის საჭიროა მისი სადგურიდან ამოღება, ასევე შესაძლებელია სამაგიდო რეჟიმში დაყენება, რისი წყალობითაც თამაში შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს.[7][8][9]
Nintendo Switch | |
---|---|
სხვა სახელწოდებები | NX (კოდური სახელი) |
შემქმნელი | Nintendo |
მწარმოებელი | Nintendo PTD |
ტიპი | ჰიბრიდული კონსოლი |
გამოშვების თარიღი |
|
საცალო გაყიდვაში | 2017-დღემდე |
თავდაპირველი ფასი |
299.99 აშშ დოლარი[1] 29,980 იენა (ფულის ერთეული)[1] 279.99 გირვანქა სტერლინგი 329.99 ევრო |
გაიყიდა | 111.08 მილიონი (30 ივნისი, 2022)[2] |
მედია |
ფიზიკ. და ციფრ.
|
ოპერაციული სისტემა | Nintendo Switch-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
კვება | 4,310 ამპერი საათში, 3.7 ვოლტიანი ლითიუმ-იონური ბატარეა |
სისტემური ჩიპი | Nvidia Tegra X1 |
პროცესორი | რვა ბირთვიანი (4×ARM Cortex-A57 და 4×ARM Cortex-A53) @ 1.020 გჰც |
მეხსიერება | 4 გბ LPDDR4[3] |
მეხსიერების საცავი | შიდა ფლეშ მეხსიერება:32 გბ |
მონიტორი |
6.2 ინჩი, 1280 × 720p LCD @ 237 ppi 1080p-მდე HDMI-ის მეშვეობით დოკ რეჟიმში |
გრაფიკა | Nvidia GM20B Maxwell-ზე დაფუძნებული GPU @ 307.2 - 384 მჰც დოკ რეჟიმის გარეშე, 307.2 - 768 მჰც დოკ რეჟიმში |
ხმა |
|
კონტროლერის შეტანა |
Joy-Con Pro Controller |
სათითური | სენსორული |
კავშირი | |
წონა | 297 გრამი (მხოლოდ კონსოლი) |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Mario Kart 8 Deluxe“, 46.82 მილიონი (30 ივნისი, 2022) |
წინა | Wii U |
საიტი | ოფიციალური საიტი |
კონსოლი გამოიყენებს Joy-Con-ის უსადენო კონტროლერს, რომელიც შეიცავს სტანდარტულ ღილაკებს, მოძრაობის დეტექტორს[10] და ახასიათებს მაღალი გარჩევადობის ტაქტილური უკუკავშირი.[11][12] Joy-Con-ს შეუძლია მუშაობა როგორც პლანეშეტურ, ასევე კონსოლის რეჟიმში და აგრეთვე გამოიყენება Wii Remote-ის მსგავს ხელსაწყოდ. Switch-ს გააჩნია ონლაინ გეიმინგის მხარდაჭერა სტანდარტული ინტერნეტ კავშირის მეშვეობით, ისევე როგორც ლოკალური უსადენო ad-hoc ქსელის მხარდაჭერა Switch-ის სხვა კონსოლებთან დასაკავშირებლად.[13][14] მისი თამაშები ვრცელდება სათამაშო კარტრიჯითა და ციფრული დისტრიბუციით და არ აქვს რეგიონალური ბლოკირება. სისტემა ბაზარზე კონკურენციას უწევს მის თანამედროვეებს, Sony-ის PlayStation 4-ს და Microsoft-ის Xbox One-ს.
ნინტენდოს ახალი კონსოლის შექმნა აიძულა 2014 წელს განცდილმა ფინანსურმა დანაკარგებმა, გამოწვეული წინა კონსოლის, Wii U-ის ცუდი გაყიდვებით და ასევე მობილური თამაშების მხრიდან კონკურენციით.[15] პრეზიდენტმა სატორუ ივატამ კომპანიას უბიძგა მობილური გეიმინგისა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისკენ. კონსოლის დიზაინი მიმართულია მოთამაშეების ფართო დემოგარაფიის მოსაზიდად. ნინტენდომ გადაწყვიტა აერჩია უფრო სტანდარტული ელექტრონული კომპონენტები, როგორიც არის ჩიპსეტზე დაფუძნებული Nvidia-ს Tegra-ს ხაზი,[16] რათა გაეადვილებინა კონსოლთან მუშაობა პროგრამისტებისთვის და თავსებადი ყოფილიყო ყველა არსებულ თამაშის ძრავებთან. Wii U-ისგან განსხვავებით, რომელიც ყველანაირად ცდილობდა გარე დეველოპერების მხარდაჭერას, თუმცა ამ მხრივ კრახი განიცადა,[17] ნინტენდომ წინასწარ დაიწყო მესამე მხარის დეველოპერებისა და გამომცემლების ძებნა, რათა დახმარებოდნენ Switch-ის ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. გამოსვლამდე კომპანიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 100 თამაში 70 დეველოპერის მიერ შემუშავების სტადიაში იმყოფებოდა.[18]
გამოსვლიდან ერთ თვეში გაიყიდა სისტემის 2.74 მილიონი ასლი და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ნინტენდოს ისტორიაში. ხოლო 2022 წლის ივნისის მონაცემით გაყიდულია 111 მილიონი ასლი.[2] კონსოლის ყველაზე გაყიდვადი თამაშია 2017 წელს გამოსული „Mario Kart 8 Deluxe“ 46.82 მილიონი გაყიდული ეგზმპლარით, რომელსაც უმაღლესი შეფასებები ჰხვდა წილად ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა კონსოლის პორტატიული ვერსია Nintendo Switch Lite.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.