From Wikipedia, the free encyclopedia
ბლუთუზი (ინგლ. Bluetooth - ლურჯი კბილი) — მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღოვანი ღუმელები და სხვა.
ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება ბიზნესში, მედიცინასა და სხვა სფეროებში. მისი მოქმედების რადიუსი განისაღზვრება 10-დან 100 მეტრამდე. ინფრაწითელი პორტისაგან (IrDa) განსახვავებით, ბლუთუზის რადიოტალღები ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს შორისაც აღწევს. დაკავშირებისას იქმნება ქსელი piconet და 7-8 მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ჩაერთოს მასში.
აპარატურულად ბლუთუზი მცირე ზომის, მაღალი სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა, რომელიც 2.4465-2.4835 გჰც დიაპაზონში მუშაობს.
1994 წლის დასაწყისში შვედურმა კომპანია ერიქსონმა შექმნა საცდელი ჯგუფი, რათა შეესწავლათ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის, ახლო მანძილზე, რადიოტალღების მეშვეობით მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობები. კვლევის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1998 წელს შვედური და კიდევ რამდენიმე წამყვანი კომპანიების (ნოკია, აი-ბი-ემი, ინტელი, ტოშიბა) თანამშრომლობის შედეგად დაარსდა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბლუთუზის სტანდარტის შემუშავება. 1998 წლის მაისში უკაბელო კომუნიკაციის ახალი სტანდარტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა.
ბლუთუზ ტექნოლოგია მრავალპროფილიანია. თითოეული პროფილის მხარდაჭერა ბლუთუზით აღჭურვილ მოწყობილობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოყენებულ იქნეს ტექნოლოგიის შესაძლებლობები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.