NBA-ის კონფერენციის ფინალები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაციონალური საკალათბურთო ასოციის კონფერენციის ფინალები (ინგლ. National Basketball Association Conference Finals) — აღმოსავლეთისა და დასავლეთ კონფერენციების ჩემპიონის სერიები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), რომელიც არის მთავარი საკალათბურთო ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში. NBA დაფუძნებული იქნა 1946 წელს, როგორც ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (BAA). ლიგის ახალი სახელი კი 1949-50 წლების სეზონიდან მოდის, როდესაც ქვეყნის მეორე საკალათბურთო ლიგა - ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) შეიერთა. ახლა ლიგაში 30 გუნდია, მათ შორის 29 გუნდი მოთავსებულია აშშ ტერიტორიაზე, ხოლო ერთი მათგანი კი კანადაში. ყოველი გუნდი რეგულარული სეზონის განმავლობაში 82 მატჩს ატარებს. რეგულარული სეზონის შემდეგ, 8 გუნდი გადის თითო კონფერენციიდან პლეი-ოფში. კონფერენციაში დარჩენილი 2 გუნდი ერთმანეთს კონფერენციის ფინალში ეთამაშებიან, ხოლო აქედან გამარჯვებული გადის NBA ფინალში სადაც მეორე კონფერენციის გამარჯვებულს ხვდება.
BAA ინიციატივით, გუნდები გაყოფილნი იყვნენ 2 დივიზიონში - აღმოსავლეთ და დასავეთში. დივიზიონის ფინალი პირველად 1949 წელს ჩატარდა, ლიგის მე-3 სეზონში. პირველ ორ სეზონში ლიგა პლეი-ოფის ფორმატს იყენებდა, სადაც აღმოსავლეთის და დასავლეთის გუნდებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ფინალამდე. 1949-50 წლებიდან მოყოლებული, ლიგა 3 დივიზიონად იყო დაყოფილი და ასევე 1 დამატებითი ცენტრალური დივიზიონი. თუმცა ეს იყო გამოყენებული მხოლოდ 1 სეზონის მანძილზე, რის შემდეგადაც ლიგა კვლავ 2 დივიზიონის ფორმატით წავიდა 1951 წლიდან 1970 წლამდე. 1970 წელს კი NBA შეიქმნა 2 კონფერენცია და თითოეულ მათგანში 2 დივიზიონი. ფინალური სერია იყო 3 სერიანი 1949-50 წლებში; 5 სერიანი 1951-56 წლებში, ხოლო 1957 წლიდან კი 7 სერიანი. ახლა, კონფერენციის ფინალი იმართება 7 სერიად, ისევე როგორც პლეი-ოფი და ფინალი. პირველი 2 მატჩი მაისის ბოლოს იმართება. კონფერენციის ფინალის გამარჯვებულს ხვდება ვერცხლის თასი, კეპები და მაისურები, ასევე უფლებას იპოვებს NBA-ის ფინალში გასვლისა.
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი არის ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული კონფერენციის ტიტულებში 31 თასით, საიდანაც 30 დასავლეთ კონფერენციაში და 1 ახლა უკვე გაუქმებულ ცენტრალ დივიზიონში მოიგო. გუნდმა ასევე შეძლო 40-ჯერ გასვლა კონფერენციის ფინალში, რაც ყველაზე მეტია ვიდრე სხვა დანარჩენი გუნდები. მეორე ადგილს კონფერენციის ტიტულებით, ბოსტონ სელტიქსი იკავებს, რომლებმაც 21 ტიტულის მოპოვება შეძლეს, აქედან 10-ჯერ მოახერხეს ზედიზედ მოპოვება 1957-66 წლებში. ასევე გამოსარჩევია უორიორსი და პისტონსი, რომლებმაც სეძლეს და მოიგეს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ კონფერენციების ტიტულები. 30 გუნდიდან სულ ცოტა 1 კონფერენციის ტიტული მაინც მოგებული აქვს 23 გუნდს. დენვერ ნაგეტსი 5-ჯერ კონფერენციის ფინალში, ხოლო მინესოტა ტიმბერვულვზი 1 კონფერენციის ფინალში იქნა დამარცხებული. 5 სხვა გუნდი: შარლოტ ბობკეტსი, ლოს-ანჯელეს კლიპერსი, მემფის გრიზლი, ნიუ-ორლეან ჰორნეტსი და ტორონტო რეპტორსი არასდროს გასულან კონფერენციის ფინალში. ლიგის არსებობის მანძილზე ჩატარებულ 125 კონფერენციის და დივიზიონის ჩემპიონებს შორის, მხოლოდ 39 მოიგო, როდესაც გუნდმა რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ან გაუთანაბრდა იმ სეზონში.