შარლოტ ჰორნეტსი
From Wikipedia, the free encyclopedia
შარლოტ ჰორნეტსი (ინგლ. Charlotte Hornets) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. გუნდი შეიქმნა 1988 წელს როგორც შარლოტ ჰორნეტსი. 2004 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და დაირქვა შარლოტ ბობკეტსი და ათი წლის განმავლობაში, 2014 წლამდე ამ სახელს ატარებდა. 2014 წელს ბობკეტსის სახელი ისევ შეიცვალა და ძველი სახელი შარლოტ ჰორნეტსი დაირქვა.[2][3] გუნდის სათამაშო ბაზაა Time Warner Cable Arena, რომელიც მდებარეობს შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ჰორნეტსი თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში და აღმოსავლეთ კონფერენციაში. 2010 წლიდან გუნდის მფლობელი არის NBA და კალათბურთის ლეგენდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა - მაიკლ ჯორდანი.[4] გუნდმა მხოლოდ ერთხელ შეძლო პლეიოფში ასპარეზობა 2009-2010 წლის სეზონში, როდესაც რეგულარული სეზონი 44-38 დაამთავრეს.
შარლოტ ჰორნეტსი Charlotte Hornets | |
---|---|
![]() | |
კონფერენცია | აღმოსავლეთი |
დივიზიონი | სამხრეთ-აღმოსავლეთი |
დაარსდა | 1988 |
ისტორია | შარლოტ ბობკეტსი 2004–2014 შარლოტ ჰორნეტსი 1988-2004 2014–დღემდე[1] |
არენა | Spectrum Center |
ქალაქი | შარლოტი, ჩრდილოეთ კაროლინა |
გუნდის ფერები | ლურჯი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, თეთრი |
მფლობელ(ებ)ი | მაიკლ ჯორდანი |
გენერალური მენეჯერი | რიჩ ქო |
მთავარი მწვრთნელი | მაიკ დანლაფი |
D-ლიგის კლუბი | Greensboro Swarm |
ჩემპიონები | 0 |
დივიზიონის ტიტულები | None |
ოფიციალური საიტი | www.nba.com/hornets.com |