ტეილორ სვიფტის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Folklore — ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის ტეილორ სვიფტის მერვე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2020 წლის 24 ივლისს, ლეიბლ Republic Records-ის ქვეშ.
Folklore | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2020 წლის 24 ივლისი | |||
ჩაიწერა | 2020 წლის აპრილი - ივლისი | |||
სტუდია |
Conway (ლოს-ანჯელესი) | |||
ჟანრი |
| |||
ხანგრძლივობა | 63:29 | |||
ლეიბლი | Republic | |||
პროდიუსერი | აარონ დესნერი, ჯეკ ანტონოფი, ტეილორ სვიფტი, ჯო ალვინი | |||
ტეილორ სვიფტი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Folklore | ||||
|
გამოსვლისთანავე, ალბომმა მოხსნა Spotify-ს ისტორიაში ქალი შემსრულებლის ალბომის ყველაზე დიდი სადებიუტო დღის სთრიმების გინესის მსოფლიო რეკორდი. ალბომის მთავარი სინგლი ,,Cardigan" მოექცა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში (#1). Folklore ლიდერობდა ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, ახალი ზელანდიის, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნების ჩარტებში. ასევე ეს იყო სვიფტის რიგით მეშვიდე ნომერ პირველი ალბომი აშშ-ს Billboard 200-ში, სადაც ის რვა კვირის განმავლობაში იყო ჩარტის სათავეში და გახდა 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი.
ფოლკლორმა მიიღო კრიტიკოსთა ფართო აღიარება. ის მოხვდა 2020 წლის საუკეთესო ალბომების უამრავ სიაში. Folklore-მა მოიგო წლის ალბომის ჯილდო 63-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე, რითაც სვიფტი გახდა პირველი ქალი შემსრულებელი ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა ეს ჯილდო მოპოვებული. სვიფრმა 2020 წლის 25 ნოემბერს გამოუშვა მუსიკალური ფილმი, Folklore: The Long Pond Studio Sessions, სადაც მან ალბომში შემავალი სიმღერები შეასრულა.
ალბომი გამოვიდა 2020 წლის 24 ივლისს მოულოდნელად. გამოქვეყნებამდე მხოლოდ 16 საათით ადრე გახდა ცნობილი ალბომის გამოშვების შესახებ და შესაბამისად, ალბომი არ იყო ფართოდ ხელმისაწვდომი საცალო ვაჭრობაში მის პირველ კვირას.[1][2] Deluxe CD და ვინილის LP შვიდი სხვა ალტერნატიული ქავერებით, იყიდებოდა მხოლოდ ექსკლუზიურად სვიფტის ვებსაიტზე. ფოლკლორის სტანდარტული გამოცემის ,,In the Trees" დისკები გამოვიდა საცალო ვაჭრობაში 2020 წლის 7 აგვისტოს.[3] ალბომის დელუქს ვერსია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ბონუს სიმღერა ,,The Lakes", გამოვიდა ციფრულ პლატფორმებზე 2020 წლის 18 აგვისტოს.[4]
ალბომის მთავარი სინგლი ,,Cardigan" ალბომთან ერთად გამოვიდა 2020 წლის 24 ივლისს. სიმღერა გაიგზავნა აშშ-ს პოპ და კომტემპორარ-პოპ რადიოში 27 ივლისს.[5] სიმღერის დებიუტი ბილბორდის ცხელ ასეულში შედგა პირველ ადგილზე.[6]
ალბომის მეორე რადიო (არაოფიციალური) სინგლი ,,Exile" გაიგზავნა ზრდასრულთა ალტერნატიულ რადიოში 2020 წლის 3 აგვისტოს, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მეექვსე ადგილზე გავიდა. შემდეგი რადიო (არაოფიციალური) სინგლი ,,Betty" გაიგზავნა ქანთრი რადიოში 17 აგვისტოს.[7] ალბომის საბოლოო ევროპული რადიოს (არაოფიციალური) სინგლი ,,The 1" გაიგზავნა გერმანიის კონტემპორარ ჰიტ რადიოში 2020 წლის 9 ოქტომბერს.[8] სინგლი ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე ადგილზე გავიდა. 2021 წლის 24 ივლისს, ფოლკლორის ერთი წლის აღსანიშნავად, გამოვიდა ,,The Lakes"-ის ორიგინალური საორკესტრო ვერსია, როგორც სარეკლამო სინგლი.[9]
Folklore: The Long Pond Studio Sessions გამოვიდა 2020 წლის 25 ნოემბერს, Disney +-ზე. ფილმში სვიფტმა შეასრულა სიმღერები ფოლკლორიდან პროდიუსერებთან: ჯეკ ანტონოფთან და აარონ დესნერთან ერთად. ფილმის პრემიერასთან ერთად, ასევე გამოვიდა იგივე სახელწოდების ლაივ ალბომი - Folklore: The Long Pond Studio Sessions (Disney+ Special).[10]
ფოლკლორმა მიიღო კრიტიკოსთა ფართო აღიარება. კრიტიკოსებმა ალბომს უწოდეს სვიფტის ყველაზე დახვეწილი ნამუშევარი.[11] Metacritic-ზე ალბომს აქვს 88 ქულა 100-დან, 27 შეფასების საფუძველზე.[12] ფოლკლორი არის სვიფტის ყველაზე კრიტიკულად აღიარებული ალბომი [142] და ფართოდ განიხილება 2020 წლის საუკეთესო ალბომად.[13]
Rolling Stone-ის რედაქტორმა, რობ შეფილდმა შეაქო სვიფტის სიმღერების წერის უნარი, რამაც გამოავლინა მისი ,,ღრმა გონიერება, თანაგრძნობა და ემპათია", რაც ფოლკლორს ყველაზე ინტიმურ ალბომად აქცევს."[14] ალბომმა მაქსიმალური შეფასებები მიიღო შემდეგი ტაბლოიდებისგან: The Daily Telegraph, The Guardian, The Irish Times, The Sydney Morning Herald.
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AnyDecentMusic? | 8.5/10[15] |
Metacritic | 88/100[16] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [17] |
The Daily Telegraph | [18] |
Entertainment Weekly | A[19] |
The Guardian | [20] |
The Independent | |
The Irish Times | |
NME | [21] |
Pitchfork | 8.0/10[22] |
Rolling Stone | |
The Sydney Morning Herald |
უამრავმა ტაბლოიდმა ფოლკლორი დაასახელა 2020 წლის საუკეთესო ალბომებად, მათ შორისაა: Billboard, Los Angeles Times, Rolling Stone, Insider,[23] NJ.com,[24] South China Morning Post,[25] Uproxx,[26] USA Today,[27] Us Weekly,[28] Variety,[29] და Walla Walla Union Bulletin.[30] ფოლკლორმა მესამე ადგილი დაიკავა Metacritic-ის ყველაზე დისკუსირებადი ალბომების რეიტინგში 2020 წლის ბოლო სიებში.[31] ალბომის ტრეკები ,,The 1",[32] ,,Cardigan",[33] ,,The Last Great American Dynasty",[34] ,,Exile",[35] ,,Mirrorball", ,,Seven",[36] ,,August",[37] ,,This Is Me Trying",[38] ,,Invisible String"[39] და ,,Betty"[40] ასევე დასახელდა 2020 წლის საუკეთესო სიმღერებს შორის.
ტაბლოიდი | სია | ადგილი |
---|---|---|
BBC | 2020 წლის საუკეთესო ალბომები | 3 |
Billboard | 2020 წლის საუკეთესო 50 საუკეთესო ალბომი | 1 |
Entertainment Weekly | 2020 წლის 15 საუკეთესო ალბომი | 5 |
The Guardian | 2020 წლის 50 საუკეთესო ალბომი | 9 |
The Independent | 2020 წლის 40 საუკეთესო ალბომი | 10 |
Los Angeles Times | 2020 წლის 10 საუკეთესო ალბომი | 1 |
NME | 2020 წლის 50 საუკეთესო ალბომი | 2 |
Rolling Stone | 2020 წლის 50 საუკეთესო ალბომი | 1 |
Time | 2020 წლის 10 საუკეთესო ალბომი | 1 |
გამოსვლისთანავე, ალბომმა მოხსნა Spotify-ს ისტორიაში ქალი შემსრულებლის ალბომის ყველაზე დიდი სადებიუტო დღის სთრიმების გინესის მსოფლიო რეკორდი 80,6 მილიონზე მეტი სთრიმით.[41] ,,Cardigan"-მა დაიკავა პირველი ადგილი Spotify-ის გლობალურ ჩარტში 7,742 მილიონი სთრიმით, რაც იყო 2020 წლის ქალი შემსრულებლის ყველაზე დიდი დებიუტი.[42] ალბომმა მოხსნა Apple Music-ის ერთ დღეში ყველაზე სთრიმვადი პოპ ალბომის რეკორდი.[43] Republic Records-ის ცნობით პირველ დღეს გაიყიდა ალბომის 1.3 მილიონი ეგზემპლარი მსოფლიოში.[44] ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ ალბომი დაასახელა ქალის შემსრულებლის წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად.[45]
ალბომის დებიუტი ბილბორდ 200-ში შედგა პირველ ადგილზე და რვა კვირის განმავლობაში იყო სათავეში. აშშ-ში პირველ კვირაში გაიყიდა 846,000 ასლი, რაც იყო იმ წლის ყველაზე მაღალი დებიუტი. სვიფტი გახდა პირველი ქალი ბილბორდ 200-ის ისტორიაში, რომლის 7 ალბომს ნომერ პირველ ადგილზე ჰქონდა დებიუტი. ეს იყო სვიფტის მეშვიდე ალბომი, რომლის 500 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა პირველ კვირაში, რითაც გაუთანაბრდა ემინემს.[1]
ალბომი იყო 2020 წლის ყველაზე სწრაფი ალბომი, რომლის 1 მილიონი ასლი გაიყიდა ქვეყანაში[46] და პირველი პირველი, რომელმაც გაატარა პირველი ოთხი კვირა ჩარტის სათავეში, ადელის 25-ის შემდეგ. სვიფტი გახდა 21-ე საუკუნის პირველი შემსრუბელები, რომლის ექვს ალბომს მინიმუმ 4 კვირა ჰქონდა გატარებული პირველ ადგილზე და პირველი სოლო/ქალი შემსრულებელი (ბითლზის შემდეგ), რომლის ხუთ ალბომს მინიმუმ 6 კვირა ჰქონდა გატარებული პირველ ადგილზე.[47]
2020 წლის Billboard-ის წლის ბოლოს ჩარტებში სვიფტი მის კარიერაში მეხუთედ გახდა წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი.[48] ფოლკლორმა პირველი ადგილი დაიკავა წლის ბოლოსტოპ ალბომების გაყიდვების, Tastemaker Albums, Alternative Albums, Hot Rock & Alternative Songs Artists და Billboard 200 Female Artists ჩარტებში. 11 ტრეკი ფოლკლორიდან მოხვდა წლის ბოლო Hot Rock & Alternative Songs ჩარტში.[49] სვიფტი დასახელდა აშშ-ს Spotify-ის 2020 წლის ყველაზე მოსმენად ქალი შემსრულებლად.[50]
ალბომი გახდა 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2.3 მილიონი ერთეულით.[51] ამან სვიფტი გახადა პირველი შემსრულებელი, რომელსაც ხუთჯერ ჰქონდა კალენდარული წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი თავისი Fearless, 1989, Reputation და Lover-ის შემდეგ.[52]
წელი | დაჯილდოება | ჯილდო | შედეგი |
---|---|---|---|
2020 | ამერიკული მუსიკის დაჯილდოება | საყვარელი პოპ/როკ ალბომი | ნომინირებული |
Apple Music Awards | წლის სიმღერების ავტორი (ფოლკლორი) | მოიგო | |
ARIA Music Awards | საუკეთესო საერთაშორისო არტისტი (ფოლკლორი) | ნომინირებული | |
დანიის მუსიკალური დაჯილდოება | წლის საერთაშორისო ალბომი | მოიგო | |
E! ხალხის არჩევანის დაჯილდოება | 2020 წლის ალბომი | ნომინირებული | |
გინესის მსოფლიო რეკორდები | ალბომის ყველაზე დიდი დებიუტი Spotify-ზე (ქალი) | მოიგო | |
NetEase ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება | საუკეთესო დასავლური ალბომი | მოიგო | |
საუკეთესო ხალხური მუსიკის ალბომი | მოიგო | ||
2021 | ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება | საუკეთესო Billboard 200 ალბომი | ნომინირებული |
გაფას დაჯილდოება | წლის საერთაშორისო ალბომი | ნომინირებული | |
გრემის დაჯილდოება | წლის ალბომი | მოიგო | |
საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი | ნომინირებული | ||
იაპონიის ოქროს დისკის დაჯილდოება | საუკეთესო 3 ვესტერნის ალბომი | მოიგო | |
ჯუნოს დაჯილდოება | წლის საერთაშორისო ალბომი | ნომინირებული | |
iHeartRadio Music Awards | საუკეთესო პოპ ალბომი | მოიგო |
Folklore track listing | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | Producer(s) | ხანგრძლივობა |
1. | „The 1“ |
| Dessner | 3:30 |
2. | „Cardigan“ |
| Dessner | 3:59 |
3. | „The Last Great American Dynasty“ |
| Dessner | 3:51 |
4. | „Exile“ (featuring Bon Iver) |
|
| 4:45 |
5. | „My Tears Ricochet“ | Swift |
| 4:15 |
6. | „Mirrorball“ |
|
| 3:29 |
7. | „Seven“ |
| Dessner | 3:28 |
8. | „August“ |
|
| 4:21 |
9. | „This Is Me Trying“ |
|
| 3:15 |
10. | „Illicit Affairs“ |
|
| 3:10 |
11. | „Invisible String“ |
| Dessner | 4:12 |
12. | „Mad Woman“ |
| Dessner | 3:57 |
13. | „Epiphany“ |
| Dessner | 4:49 |
14. | „Betty“ |
|
| 4:54 |
15. | „Peace“ |
| Dessner | 3:54 |
16. | „Hoax“ |
| Dessner | 3:40 |
საერთო ხანგრძლივობა: | 63:29 |
Deluxe edition (bonus track) | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | Producer(s) | ხანგრძლივობა |
17. | „The Lakes“ |
|
| 3:31 |
საერთო ხანგრძლივობა: | 67:00 |
Japanese special edition (Bonus DVD)[53][54] | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | Director(s) | ხანგრძლივობა |
1. | „Cardigan“ (music video) | Swift | 4:35 |
2. | „The 1“ (lyric video) | 3:32 | |
3. | „Cardigan“ (lyric video) | 4:01 | |
4. | „The Last Great American Dynasty“ (lyric video) | 3:52 | |
5. | „Exile“ (featuring Bon Iver) (lyric video) | 4:47 | |
6. | „My Tears Ricochet“ (lyric video) | 4:17 | |
7. | „Mirrorball“ (lyric video) | 3:30 | |
8. | „Seven“ (lyric video) | 3:30 | |
9. | „August“ (lyric video) | 4:24 | |
10. | „This Is Me Trying“ (lyric video) | 3:16 | |
11. | „Illicit Affairs“ (lyric video) | 3:12 | |
12. | „Invisible String“ (lyric video) | 4:14 | |
13. | „Mad Woman“ (lyric video) | 3:59 | |
14. | „Epiphany“ (lyric video) | 4:51 | |
15. | „Betty“ (lyric video) | 4:56 | |
16. | „Peace“ (lyric video) | 3:55 | |
17. | „Hoax“ (lyric video) | 3:42 | |
საერთო ხანგრძლივობა: | 68:33 |
Folklore: The Escapism Chapter[55] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Lakes“ | 3:32 |
2. | „Seven“ | 3:28 |
3. | „Epiphany“ | 4:49 |
4. | „Cardigan“ | 3:59 |
5. | „Mirrorball“ | 3:29 |
6. | „Exile“ (featuring Bon Iver) | 4:45 |
საერთო ხანგრძლივობა: | 24:02 |
Folklore: The Sleepless Nights Chapter[56] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Exile“ (featuring Bon Iver) | 4:45 |
2. | „Hoax“ | 3:40 |
3. | „My Tears Ricochet“ | 4:15 |
4. | „Illicit Affairs“ | 3:10 |
5. | „This Is Me Trying“ | 3:15 |
6. | „Mad Woman“ | 3:57 |
საერთო ხანგრძლივობა: | 23:02 |
Folklore: The Saltbox House Chapter[57] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Last Great American Dynasty“ | 3:50 |
2. | „August“ | 4:21 |
3. | „The 1“ | 3:30 |
4. | „Seven“ | 3:28 |
5. | „Peace“ | 3:54 |
6. | „Betty“ | 4:54 |
საერთო ხანგრძლივობა: | 23:57 |
Folklore: The Yeah I Showed Up at Your Party Chapter[58] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Betty“ (Live from the 2020 Academy of Country Music Awards) | 5:12 |
2. | „The 1“ | 3:30 |
3. | „Mirrorball“ | 3:29 |
4. | „The Last Great American Dynasty“ | 3:50 |
5. | „Invisible String“ | 4:12 |
6. | „Cardigan“ | 3:59 |
საერთო ხანგრძლივობა: | 24:14 |
ჩარტი (2020–2021) | პოზიცია |
---|---|
Argentine Albums (CAPIF) | 1 |
Australian Albums (ARIA) | 1 |
Austrian Albums (Ö3 Austria) | 2 |
Belgian Albums (Ultratop Flanders) | 1 |
Belgian Albums (Ultratop Wallonia) | 3 |
Canadian Albums (Billboard) | 1 |
Croatian Albums (HDU) | 2 |
Czech Albums (ČNS IFPI) | 1 |
Danish Albums (Hitlisten) | 1 |
Dutch Albums (Album Top 100) | 2 |
Estonian Albums (Eesti Ekspress) | 1 |
Finnish Albums (Suomen virallinen lista) | 1 |
French Albums (SNEP) | 12 |
German Albums (Offizielle Top 100) | 5 |
Greek Albums (IFPI) | 1 |
Hungarian Albums (MAHASZ) | 7 |
Icelandic Albums (Tónlist) | 8 |
Irish Albums (OCC) | 1 |
Italian Albums (FIMI) | 8 |
Japan Hot Albums (Billboard Japan) | 8 |
Japanese Albums (Oricon) | 10 |
Lithuanian Albums (AGATA) | 2 |
New Zealand Albums (RMNZ) | 1 |
Norwegian Albums (VG-lista) | 1 |
Polish Albums (ZPAV) | 8 |
Portuguese Albums (AFP) | 2 |
Scottish Albums (OCC) | 2 |
Slovak Albums (ČNS IFPI) | 4 |
South Korean Albums (Gaon) | 27 |
Spanish Albums (PROMUSICAE) | 2 |
Swedish Albums (Sverigetopplistan) | 3 |
Swiss Albums (Schweizer Hitparade) | 1 |
Swiss Albums (Romandie) | 1 |
UK Albums (OCC) | 1 |
UK Americana Albums (OCC) | 1 |
Uruguayan Albums (CUD) | 1 |
US Billboard 200 | 1 |
US Top Alternative Albums (Billboard) | 1 |
ჩარტი (2020) | პოზიცია |
---|---|
Australian Albums (ARIA)[59] | 2 |
Austrian Albums (Ö3 Austria)[60] | 66 |
Belgian Albums (Ultratop Flanders)[61] | 30 |
Canadian Albums (Billboard)[62] | 9 |
Danish Albums (Hitlisten)[63] | 36 |
Dutch Albums (Album Top 100)[64] | 46 |
German Albums (Offizielle Top 100)[65] | 89 |
Irish Albums (IRMA)[66] | 7 |
New Zealand Albums (RMNZ)[67] | 7 |
Portuguese Albums (AFP)[68] | 53 |
Swiss Albums (Schweizer Hitparade)[69] | 70 |
UK Albums (OCC)[70] | 12 |
US Billboard 200 | 5 |
US Top Alternative Albums | 1 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[71] | Platinum | 70 000^ |
Canada | — | 175,000^ |
დანია (IFPI Denmark)[72] | Platinum | 20 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[73] | Platinum | 15 000^ |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[74] | Gold | 100 000^ |
აშშ (RIAA)[75] | Platinum | 1,504,000^ |
ჯამში | ||
Worldwide (IFPI) | — | 2,000,000 |
გაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რეგიონი | თარიღი | ფორმატი(ები) | გამოცემა(ებ)ი | ლეიბლი |
---|---|---|---|---|
სხვადასხვანაირი | 2020 წლის 24 ივლისი |
|
სტანდარტული | Republic |
გაერთიანებული სამეფო | 2020 წლის 4 აგვისტო | CD | დელუქსი | EMI |
სხვადასხვანაირი | 2020 წლის 7 აგვისტო |
|
Republic | |
იაპონია | CD | Universal Music Japan | ||
|
სპეციალური გამოშვება | |||
სხვადასხვანაირი | 2020 წლის 18 აგვისტო |
|
დელუქსი | Republic |
2020 წლის 21 აგვისტო | The Escapism Chapter | |||
2020 წლის 24 აგვისტო | The Sleepless Nights Chapter | |||
2020 წლის 27 აგვისტო | The Saltbox House Chapter | |||
2020 წლის 21 სექტემბერი | The Yeah I Showed Up at Your Party Chapter | |||
2020 წლის 25 ნოემბერი | Live version |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.